27.07.2021
- Advertisement -spot_img

თეა წულუკიანი რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში წასვლაზე – ემანდ მე არ ვერევი თეატრების საქმიანობაში

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში, ჩეხოვის ფესტივალზე წასვლასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ არ ერევა მათ საქმიანობაში.

“იყვნენ ტელევიზიები ფლაგმანები, როცა მე კულტურის მინისტრად ვინიშნებოდი, თითს მიქნევდნენ, რომ ემანდ არ ჩაერიო შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო, შესაბამისად, გეტყვით, რომ ემანდ მე არ ვერევი თეატრების საქმიანობაში და ყველა თეატრი თავად წყვეტს, რომელ საერთაშორისო ფესტივალში წავიდეს გასტროლით. ამას ჰქვია შემოქმედებითი თავისუფლება. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, საქმე უნდა გვქონდეს იმ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან, რომლის გამართვის ადგილი არის რუსეთის ფედერაცია. ამ გადაწყვეტილებაში ყველა თეატრი და ყველა სამხატვრო ხელმძღვანელი არის თავისუფალი. არ არსებობს კულტურის სამინისტროში ცენზურა.” – აცხადებს წულუკიანი ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, მოსკოვი ჩეხოვის ფესტივალს მასპინძლობს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის თეატრალურ დასებთან ერთად, 27 ივნისს საქართველოც მიიღებს მონაწილეობას.

რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხის ინფორმაციით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი მოსკოვში თავის საპრემიერო სპექტაკლს გამართავს. რუსთაველის თეატრი მოსკოვში რობერტ სტურუას სპექტაკლს „თამაშის დასასრული“ ითამაშებს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მართვის მოწმობის გამოცდის წესი იცვლება – 2022 წლიდან პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც ჩატარდება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.შინაგან...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img