28.11.2021
- Advertisement -spot_img

თეა წულუკიანი საერთაშორისო კრიტიკაზე: ამგვარი უსამართლო “რჩევები” და დამნაშავე პოლიტიკური ძალის მფარველობა ასხამს ოკუპანტის წისქვილზე წყალს

“ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორები, დიპლომატები, პოლიტიკოსები და ა. შ საქართველოს ხელისუფლებას განსაკუთრებით მწვავედ აკრიტიკებენ. დილიდან ოფიციალურ განცხადებებს განცხადებებზე ავრცელებენ  საქართველოში სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლები.

საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას დღის ბოლოს, პარლამენტარმა და იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა უპასუხა. დეპუტატმა საქართველოში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა.  

„სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო.

ის, ვინც ამას გმობს, ან საქართველოს არმცოდნე კეთილის მსურველია, ან პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიკერძოებული გარე პირია, ან კიდევ დაკვეთილ მუსიკაზე აცუნდრუკებული შინაური, მაგრამ არა – ნეიტრალური მრჩეველი და ანალიტიკოსი.

ის, ვინც ამას გმობს, ან საქართველოს არმცოდნე კეთილის მსურველია, ან პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიკერძოებული გარე პირია, ან კიდევ დაკვეთილ მუსიკაზე აცუნდრუკებული შინაური, მაგრამ არა – ნეიტრალური მრჩეველი და ანალიტიკოსი.

რვა წლის მანძილზე მრავლად მოგვისმენია მსგავსი რჩევა-დარიგებანი:

ყოფილი პრეზიდენტის დანაშაულები გვერდზე გადადეთ და არ გაასამართლოთ, მერე რა, რომ ხალხი სამართალს ითხოვს;

ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ დააკავოთ, მერე რა, რომ პოსტზე ყოფნისას მრავალი მძიმე დანაშაული ჩაიდინა;

ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ დააკავოთ, მერე რა, რომ პოსტზე ყოფნისას მრავალი მძიმე დანაშაული ჩაიდინა;

არც ყოფილი მინისტრი დააკავოთ, მერე რა, რომ პატიმრების წამება მისი ჰობი იყო;

ნაციონალური მოძრაობა არ დაგმოთ, თორემ გვეწყინება, ცუდი რეაქცია გვექნება;

აჰ, მაინც დააკავეთ? მოდით, ახლა გაუშვით; და ა.შ.

სწორედ ამგვარი უსამართლო “რჩევები”, დამნაშავე პოლიტიკური ძალის მფარველობა და ზედაპირული განცხადებები ასხამს ოკუპანტის წისქვილზე წყალს და იწვევს დასავლურ ოჯახში ყოფნის მოსურნე ქართველ ხალხში გაოცებას. ასეთი გაოცებანი კი სახიფათოა. თუ არის გასაგები, რასაც ვგულისხმობ, ხომ კარგი.

მადლობა პოლიციას მაღალკვალიფიციური ქმედებისათვის!“ – წერს წულუკიანი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა

Reuters-ის ინფორმაციით, კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. კერძოდ, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და იტალიაში. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, საჯიდ ჯავიდის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img