19.04.2024
- Advertisement -spot_img

თეა წულუკიანი – თქვენ შოუს დგამთ. შეიკავეთ ემოცია! პოლიტიკური ძალები იყენებენ ამ უბედური ადამიანის უბედურებას

თქვენ შოუს დგამთ. შეიკავეთ ემოცია! პოლიტიკური ძალები იყენებენ ამ უბედური ადამიანის უბედურებას. შესაბამისად, დაელოდეთ ექსპერტიზის დასკვნას და წინასწარ ნუ აცხადებთ იმას, რაც არ იცით, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ბრიფინგზე განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, ლგბტ თემს სურდა კიდეცა ამის მოსმენა და გაზიარება, მაგრამ არ გსურდათ თქვენ და იმ პოლიტიკურ ლეშიჭამია ძალებს, რომლებსაც ეს პროვოკაცია სურდათ.

პოლიციამ უზრუნველყო შეუძლებელი, მაგრამ ეს თქვენ არ მოგწონთ. თქვენ გინდათ, აკეთოთ ის, რაც არის პროვოკაცია და რეალურად, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა, რომელთანაც თქვენ კარგად თანამშრომლობთ და ეს ძალიან კარგია, აჯანჯღარებთ ამ ქვეყანას. ნუ აჯანჯღარებთ ამ ქვეყანას! ახლა სიმშვიდის დროა, ახლა უნდა დავწყნარდეთ და ნუ გამოიყენებთ მორიგჯერ ამ უბედურებას, როგორიც არის ოპერატორის გარდაცვალება, ნუ გამოიყენებთ პოლიტიკური მიზნებისთვის“, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ არ სურს ოპერატორის გარდაცვალების მიზეზებზე საუბარი. წულუკიანმა მედიას ურჩია, ექსპერტიზის პასუხს დაელოდონ.

„თქვენ შოუს დგამთ. შეიკავეთ ემოცია! პოლიტიკური ძალები იყენებენ ამ უბედური ადამიანის უბედურებას. შესაბამისად, დაელოდეთ ექსპერტიზის დასკვნას და წინასწარ ნუ აცხადებთ იმას, რაც არ იცით. მე ერთადერთი ადამიანის გამო დღეს თავს ვიკავებ, რომ ვისაუბრო ამ უბედურ შემთხვევაზე უფრო კონკრეტულად. ეს გახლავთ ის დედა, რომელიც თავთან უზის თავის მიცვალებულ შვილს. აი, ამ ადამიანის გამო ვიკავებ თავს და უბრალოდ გკითხავთ, რადგანაც ხართ ასე „აღელვებული“: თქვენ არ იცით, რა მოხდა?!“, – დასძინა წულუკიანმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img