24.04.2024
- Advertisement -spot_img

თეა წულუკიანი – თუ თეატრში მსახიობი განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, შევეცდები, გავიგო, ეს აზრი საიდან მოდის…

ახლადდანიშნულმა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 19 მარტს ტელეკომპანია „პოსტ ტვ“-ის ეთერში შალვა რამიშვილთან  კულტურის სამინისტროში მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შალვა რამიშვილმა წულუკიანს კითხვა დაუსვა იმ ადამიანებზე, რომლებიც კულტურის სფეროში საქმიანობენ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ სიმპატიას გამოხატავენ. წამყვანი დაინტერესდა როგორი იქნება მინისტრის მიდგომა მათთან მიმართებაში.

თეა წულუკიანმა კითხვაზე პასუხის გაცემა იუსტიციის სამინისტროში მისი საქმიანობის პერიოდზე საუბრით დაიწყო და ხაზი გაუსვა იმ ფაქტებს, როდესაც იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლდნენ კადრები, რომლებიც  მისი თქმით, „იყვნენ ოპოზიციის პირდაპირი აქტივისტები და  არ იყვნენ საჯარო მოხეელები“.

„წეღან თქვენ მკითხეთ – არის თუ არა ეს ორი სისტემა ერთი და იგივეო. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და არ არის ერთი და იგივე.  თქვენ თუ ფაქტებს ჩახედავთ იუსტიციის სამინისტროშიც კი, როდესაც მე გავათავისუფლე კადრები, რამდენიმე ასეთმა გათავისუფლებამ სკანდალის ფორმაც მიიღო, იმიტომ, რომ ისინი ოპოზიციის პირდაპირი აქტივისტები იყვნენ.

ისინი არ იყვნენ საჯარო მოხეელები. გავათავისუფლე მხოლოდ და მხოლოდ მაშინ და იმ ნიშნით, როდესაც სისტემაში დასაქმებულმა საჯარო მოხელემ ხელი მიჰყო საბოტაჟს. ეს პატარა ჯგუფი იყო იუსტიციის სამინისტროში. რაც შეეხება დიდ უმრავლესობას იუსტიციის სამინისტროს სისტემაში – თქვენ ნახავთ, რომ შემოვიდნენ ახალი კადრები კონკურსით. მაგრამ ვინც იქ დამხვდა და არ ეწოდა პოლიტიკური ნიშნით საბოტაჟს სისტემის წინააღმდეგ  – მე მათ წამოსვლის წინ ვუთხარი, რომ ჩემი მისია შევასრულე, თუ ჩემს მოსვლამდე არაერთ თქვენგანს გეძახდნენ ადეიშვილის კადრებს, მე რომ წამოვედი არცერთ მათგანს ეს ეტიკეტი აღარ ჰქონდა და ვერცერთს ვერ ეძახიან წულუკიანის კადრს. ისინი იქცნენ საქართველოს საჯარო მოხელეებად. მაგრამ ის, ვინც იყო პოლიტიკით დაკავებული, რა თქმა უნდა, დავატოვებინეთ სისტემა. ეს იყო მოდელი, რითაც მე 8 წელი ვიმუშავე.

რაც შეეხება ამ სისტემას (კულტურის სამინისტროს) ეს სისტემა განსხვავებულია იმ გაგებით, რომ თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, რა თქმა უნდა, აქ მე შევეცდები, რომ მათი განსხვავებული აზრი გავიგო, საიდან მოდის. თუ ეს არის უფასო კრიტიკა, ასე ვეძახი მე ამას, ანუ თუ ასეთია მისი მრწამსი, მაშინ ვეცდები, გავიგო, რამდენად უშლის ხელს ეს შიგნით ორგანიზაციის ფუნქციონირებას“, – განცხადა წულუკიანმა „პოსტ ტვ“-ის ეთერში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img