თელავში, კავკასიონის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე, თელავი-წყალტუბოს გუნდებს შორის ფეხბურთის მატჩის მიმდინარეობისას ერთ-ერთი მაყურებელი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცს პირველადი დახმარება, სასწრაფოს მისვლამდე, ადგილზე მყოფებმა გაუწიეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 70 წლის კაცი, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.