29.03.2024
- Advertisement -spot_img

თემურ ჭყონია – თბილისს სჭირდება ბრედ პიტი, თემურ ჭყონია არ სჭირდება

ბიზნესმენი თემურ ჭყონია “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ ჭყონია მერობის კარგი კანდიდატი იქნებოდა ეხმაურება და ამბობს, რომ ასეთი ამბიცია არ აქვს და თბილისს არა თემურ ჭყონია, არამედ ბრედ პიტი სჭირდება მერად.

“შოკში ჩავვარდი, რა. ვერ წარმომიდგენია, მე რომ ვიჯდე ახლა კაბინეტში და ვიყო მერი. გადახედეთ თქვენს ნაცნობებს, გაიკითხეთ, გამოიკითხეთ და გეტყვიან, რომ მე ეგეთი ამბიციები არ მაქვს. მე ვფიქრობ, რომ ჩემი შეხედულება არ შეესაბამება ასეთ არაჩვეულებრივ ქალაქს. თბილისს სჭირდება ბრედ პიტი, თემურ ჭყონია არ სჭირდება” – განაცხადა ბიზნესმენმა ტელეკომპანია “ფორმულასთან”. 

ცნობისათვის, გუშინ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მისი აზრით, თემურ ჭყონია თბილისის მერობის ძალიან კარგი კანდიდატი იქნებოდა, მასთან ამ თემაზე საუბარი ჰქონდა ჭყონიასთან და ის ინფორმაციას არც ადასტურებს, არც უარყოფს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img