17.01.2022
- Advertisement -spot_img

თენგიზ ცერცვაძე – ახალი შემთხვევები კიდევ გაიზრდება, კლინიკური სექტორი უკვე გადატვირთულია

მოლოდინია, რომ ახალი შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება – აქტიური შემთხვევების რაოდენობაც დაახლოებით 50 ათასი ავადმყოფის ფარგლებშია, რაც ძალიან მაღალი ციფრია საქართველოს ზომის ქვეყნისთვის – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, დღეში 40-50 ადამიანი იღუპება, რაც ძალიან ცუდია, თუმცა, მისივე შეფასებით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში სიკვდილიანობა დაბალია.

„ეპიდსიტუაცია სამწუხაროდ რჩება მძიმე, სერიოზული. გასულ ორ კვირაში იყო ერთგვარი სტაბილიზაცია – 4000 ახალი შემთხვევის ფარგლებში, დღეს უკვე 5000-ზე მეტი ახალი შემთხვევა იყო. მოლოდინია, რომ ახალი შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება. აქტიური შემთხვევების რაოდენობაც დაახლოებით 50 ათასი ავადმყოფის ფარგლებშია, რაც ძალიან მაღალია საქართველოს ზომის ქვეყნისთვის. კლინიკური სექტორი გადატვირთულია უკვე. 6500 ჰოსპიტალიზებული ავადმყოფია, მაგრამ გვახსოვს, „მეოთხე ტალღის“ პიკზეც ასე იყო და ჯერჯერობით ახლაც ასეა. კლინიკური სექტორი ამჟღავნებს ძალიან სერიოზულ მდგრადობას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ასეთი გადატვირთვის მიუხედავად, არცერთი ავადმყოფი ჯერჯერობით არ დარჩენილია ექიმის და სრულფასოვანი მომსახურების გარეშე.

რაც შეეხება გარდაცვალების რიცხვს, რაც არის 40-დან 50-მდე – ეს ძალიან მაღალი რიცხვია ჩვენი ზომის პატარა ქვეყნისთვის და თითოეული გარდაცვლილი ადამიანი დიდი ტკივილი და დიდი დანაკარგია ოჯახისთვის და ქვეყნისთვის, მაგრამ თუ მივუდგებით გლობალურად, შევადარებთ სხვა ქვეყნებს, კლინიკური სექტორის ძირითადი მაჩვენებელი არის ერთადერთი – ყველა კოვიდავადმყოფიდან გარდაცვალების მაჩვენებელი საქართველოში არის ძალიან დაბალი, უფრო დაბალი, ვიდრე აშშ-ში და უფრო დაბალი, ვიდრე ევროპის 32 ქვეყანაში“, – განაცხადა ცერცვაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს – გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ “ქართლის” დევნილების საკითხი

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს. ხოშტარია მინისტრს ზურაბ აზარაშვილს დევნილებთან შეთანხმებით, შეხვედრას სთავაზობს და აცხადებს, რომ თუ სანატორიუმ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img