28.09.2021
- Advertisement -spot_img

თენგიზ ცერცვაძე – გარდაცვალების პიკს უნდა ველოდოთ 2-3 კვირაში და ვფიქრობ, რომ ახლა არის ეს პიკი

თუ ბოლო დღეების ტენდენციას გავითვალისწინებთ, სახეზეა სტაბილიზაცია ახალი შემთხვევების რაოდენობის და შესაბამისად, აქტიური კოვიდავადმყოფების რაოდენობის, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ იყო 5-6 ათასი და მეტიც ინფიცირებული, ბოლო ორი დღეა დაახლოებით 4 ათასის ფარგლებშია.

„თუ ჩვენ შევინარჩუნეთ ეს მდგომარეობა და ამის შენარჩუნების გზა ჩვენს ხელშია, მოსახლეობის ხელშია, დავიცვათ რეგულაციები, რომელიც არის და რომელიც დაემატა ბოლო დღეებში. თუ ჩვენ ამ რეგულაციებს დავიცავთ და შევძლებთ, რომ მივეჩვიოთ პირბადის ტარებას, განსაკუთრებით რეგიონებში, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კლების ტენდენცია იქნება სტაბილური“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია, თუმცა თუ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მათაც ვერ შეძლეს ამის თავიდან აცილება, „მეტიც, აშშ-ს ერთ მილიონ მოსახლეზე უფრო მეტი გარდაცვლილი ჰყავს, ვიდრე საქართველოს“.

„70 და უფრო მეტი გარდაცვლილი საქართველოს ზომის ქვეყნისთვის ბევრია, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქმე გვაქვს უმძიმეს გამოწვევასთან, პანდემიასთან, რომელმაც მთელი მსოფლიოს მოსახლეობა დააზიანა. 4.5 მილიონზე მეტი გარდაცვლილია მსოფლიოში. ეს ნაკლები შეღავათია ჩვენთვის, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რა ხდება მსოფლიოში.

გარდაცვალების პიკი როგორც წესი, ჩამორჩება ახალი შემთხვევების მატების პიკს ორი – სამი კვირით, სრულიად გასაგები მიზეზების გამო. დღეს გვაქვს ჩვენ ახალი შემთხვევების მკვეთრი მატება, როცა იყო 6-7 ათასი შემთხვევა. ბუნებრივია ახლად დაინფიცირებული პაციენტების გარდაცვალება იმ დღესვე ან მეორე დღეს, ან თუნდაც ერთი კვირის მერე კი არ ხდებოდა, არამედ 2-3 კვირის მერე. ეს პროგნოზირებადი ფაქტია, როცა გვაქვს ახალი შემთხვევების პიკი, გარდაცვალების პიკს უნდა ველოდოთ 2-3 კვირაში და ვფიქრობ, რომ ახლა არის სწორედ ეს პიკი. როცა დაიწყება ახალი შემთხვევების კლება, ამას მოჰყვება 2-3 კვირის შემდეგ გარდაცვალების კლება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ დიღმის საველე ჰოსპიტალი დაიხურა მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში კლინიკური სექტორზე წნეხი შედარებით შემცირდა, თუმცა ეს შემცირება ჯერჯერობით უმნიშვნელოა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ეპიდსიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა ქვეყანაში. შემცირდა ახლად ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა, შემცირდა აქტიური კოვიდავადმყოფების რაოდენობა და შესაბამისად შემცირდა წნეხი კლინიკურ სექტორზე, თუმცა ეს ჯერ უმნიშვნელო შემცირებაა. მაინც უზარმაზარი წნეხია. საველე ჰოსპიტლების დანიშნულება სწორედ ის არის, რომ ისინი ერთგვარი სარეზერვო ფონდია. თუ კლინიკაში მობილიზებული საწოლები საკმარისია სტაციონარული დახმარების საჭიროების მქონე პაციენტების მისაღებად, მაშინ, ბუნებრივია, საველე ჰოსპიტლები განიტვირთება. ის იტვირთება მხოლოდ მაშინ, როცა ამოიწურება კლინიკების საწოლფონდის შესაძლებლობები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ჯერ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში სულიერად, მენტალურად მათთან, ვისთანაც არაფერი გვქონია და არც გვექნება გასაყოფი

"ამ დღეს სოხუმი დაეცა.არა მხოლოდ ქალაქი სოხუმი, მთელი საქართველო დაეცა ამ დღეს.მახსოვს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში როგორ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img