23.11.2024

თენგიზ ცერცვაძე – კორონავირუსის ახალი შტამი “დელტამიკრონი” გამოვლინდა

მარსელის ინსტიტუტის პროფესორთა ჯგუფმა გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, რომლის თანახმადაც ევროპასა და ამერიკაში კორონავირუსის ახალი შტამი “დელტამიკრონი” გამოჩნდა – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი შტამი კორონავირუსის ორი შტამის – “დელტასა” და “ომიკრონის” ჰიბრიდია. ამიტომ მას, პირობითად „დელტამიკრონი“ უწოდეს.

„ომიკრონის ტალღა დაღმავალია. მეკითხებიან, დამთავრდა პანდემია? ჯერ ამისი გარანტიები არ გვაქვს. კორონავირუსმა რამდენჯერმე გამოავლინა განახლების და ახალი შტამის შექმნის უნარი. დაფიქსირებულია ახალი შტამი, სულ ცოტა 17 ავადმყოფს დაუდასტურდა უკვე, აქედან 3 შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში.

ეს შტამი არის ჰიბრიდი უკვე დავიწყებული “დელტასი” და “ომიკრონის”. პირობითად, მას დაარქვეს „დელტამიკრონი“. რადგან შემთხვევების რაოდენობა ჯერ მცირეა, ვერ საუბრობენ, რამდენად გადამდები იქნება ეს შტამი და რამდენად სწრაფად შეიძლება გავრცელდეს, ან რამდენად მძიმე ან მსუბუქის მიმდინარეობის იქნება. მას აქვს ომიკრონის სპაიკ ცილა, სპაიკ პროტეინი, ანუ ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმში შეჭრაზე, შესაბამისად, გავრცელების სიჩქარეზე. სტრუქტურული ცილები კი აქვს დელტასგან. ამიტომ, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ამ შტამს ჰქონდეს ომიკრონის გავრცელების უნარი (გადამდებლობა) და დელტას მიმდინარეობის სიმძიმე. სიმპტომებზე ინფორმაცია არ არის, როგორც ჩანს, ჩვეულებრივი, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს. რთულია ამის თქმა ჯერ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img