“მე პირადად განმიცდია, რომ ჟურნალისტები ჩემზე ძალადობენ” – ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კითხვას, ეთანხმება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს, რომელმაც თქვა, რომ “არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა” ტელევიზიების მხრიდან.
“ჟურნალისტები კითხვებს მაძლევდნენ და შემდეგ აშუქებდნენ ამას უკიდურესად ტენდენციურად, მე როგორც ექიმი, ვადასტურებ, რომ ჟურნალისტების ნაწილი ჩემზე ძალადობდა” – თქვა ცერცვაძემ.
თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენისას კახა კალაძემ ჟურნალისტებს მიმართა და თქვა, რომ 5 ივლისის ძალადობა სამარცხვინოა, თუმცა, არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, “რომელსაც ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელევიზიიდან”.