27.07.2021
- Advertisement -spot_img

თენგიზ ცერცვაძე – მე პირადად განმიცდია, რომ ჟურნალისტები ჩემზე ძალადობენ

“მე პირადად განმიცდია, რომ ჟურნალისტები ჩემზე ძალადობენ”  – ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კითხვას, ეთანხმება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს, რომელმაც თქვა, რომ “არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა” ტელევიზიების მხრიდან.

“ჟურნალისტები კითხვებს მაძლევდნენ და შემდეგ აშუქებდნენ ამას უკიდურესად ტენდენციურად, მე როგორც ექიმი, ვადასტურებ, რომ ჟურნალისტების ნაწილი ჩემზე ძალადობდა” – თქვა ცერცვაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენისას კახა კალაძემ ჟურნალისტებს მიმართა და თქვა, რომ 5 ივლისის ძალადობა სამარცხვინოა, თუმცა, არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, “რომელსაც ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელევიზიიდან”.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მართვის მოწმობის გამოცდის წესი იცვლება – 2022 წლიდან პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც ჩატარდება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.შინაგან...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img