27.10.2021
- Advertisement -spot_img

თენგიზ ცერცვაძე – მიმაჩნია, რომ მედიცინის მუშაკები სავალდებულოდ უნდა იყვნენ აცრილები

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ მედიცინის მუშაკები სავალდებულოდ უნდა იყვნენ აცრილები. რაც შეეხება, სავალდებულო ვაქცინაციას, როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მოსახლეობის მიერ სიტყვა სავალდებულო ვაქცინაცია ძალიან ცუდად აღიქმება და ქვეყანაში სავალდებულო აცრის შემოღება, ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება.

„ჩვენ თავისუფლებას მოწყურებული ქვეყანა ვართ, საბჭოთა სისტემიდან წამოვედით და ის, ვინც თავისუფლებით დიდი ხანია ტკბება, ევროკავშირის ქვეყნები, უფრო ლაპარაკობენ სავალდებულოზე. მაგალითად, საფრანგეთში შემოიღეს სავალდებულო ვაქცინაცია. საქართველოში ეს ძალიან მტკივნეულად აღიქმება. როგორც კი ახსენებ სიტყვა სავალდებულოს, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო თვალსაზრისით, ეს ძალიან კარგი იქნებოდა, სოციალური თვალსაზრისით, ეს მტკივნეულად აღიქმება.

ჯანდაცვის მუშაკები სასურველია, თუ ყველა იქნება აცრილი, ოღონდ მაინც, ნებაყოფილობითი, შეთავაზების დონეზე. სავალდებულო იმ გაგებით, რომ შენ თუ არ აიცრი, დაგითხოვ ექიმობიდან, ასეთი მიდგომა საქართველოში ჯერ ვერ გატარდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სანტა ფეს ოლქის შერიფი – ნიუ-მექსიკოს შტატის ხელისუფლება ობიექტურ გამოძიებას აწარმოებს იმის დასადგენად, თუ რა მოხდა ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე

სანტა-ფეს პოლიციამ ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ პირველი ოფიციალური გაცხადება გააკეთა. ნიუ-მექსიკოს შტატის ხელისუფლება ობიექტურ გამოძიებას...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img