24.07.2021
- Advertisement -spot_img

თენგიზ ცერცვაძე – მინდა, მივმართო მოსახლეობას, არავითარ შემთხვევაში არ გაიტეხონ გული იმის გამო, რომ საქართველოში ვაქცინაცია დაგვიანდა

მინდა, მივმართო მოსახლეობას, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაიტეხონ გული იმის გამო, რომ საქართველოში ვაქცინაცია დაგვიანდა და ჯერ ვერ გავიდა სამიზნე მასშტაბებზე – რაც დაგვიანდა-დაგვიანდა, წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 65% გვეყოლება ვაქცინირებული და საქართველოში პანდემია დაძლეული იქნება,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის დასრულებისთვის მარტო ვაქცინაცია არასაკმარისია.

“ პანდემიის დასრულებისთვის მარტო ვაქცინაცია არ იქნება საკმარისი, ვაქცინაცია, პლუს ეფექტიური ანტივირუსული მედიკამენტი უნდა შეიქმნას. ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს, რაც უფრო ფართომასშტაბის იქნება, მით უფრო ჩქარა დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას. მინდა, მივმართო მოსახლეობას, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაიტეხონ გული იმის გამო, რომ საქართველოში ვაქცინაცია დაგვიანდა და ჯერ ვერ გავიდა სამიზნე მასშტაბებზე, დღეში 5-6 ათასი კაცი იცრება, როდესაც 14-15 ათასი უნდა იცრებოდეს. ეს შეფერხება და დაგვიანება უახლოვდება ფინიშს. ივლისის პირველივე კვირიდან საქართველოში უწყვეტი ნაკადების სახით დაიწყებს შემოდინებას ვაქცინების დიდი რაოდენობა. არათუ ასეთი შეფერხება არ იქნება, არამედ იქნება მასობრივი ვაქცინაცია, ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ამისთვის ქვეყანა კარგად ემზადება, ვაქცინაციის 200-ზე მეტი პუნქტი უკვე არის და როგორც ვიცი, გაორმაგდება. ჩვენთან ვაქცინაცია გვიან, მაგრამ ძალიან კარგად, სრულყოფილად წავა, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით მოვახსენო მოსახლეობას, რაც დაგვიანდა-დაგვიანდა, წლის ბოლოსთვის სამიზნეზე გავალთ, მოსახლეობის 65% გვეყოლება ვაქცინირებული, წლის ბოლოსთვის საქართველოში პანდემია იქნება დაძლეული“, – აღნიშნავს ცერცვაძე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ამერიკის ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ საქართველოშია

ამერიკის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია. თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი ამ წუთებში დაეშვა. ამერიკის საჩუქარს აეროპორტში ჯანდაცვის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img