23.11.2024

თენგიზ ცერცვაძე – „ომიკრონი“ იწყება სიმპტომებით: სურდო, ყელის, თავის ტკივილი და სისუსტე – ვისაც „ბუსტერი“ აქვს გაკეთებული, მათ იშვიათად ემართებათ

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „ომიკრონის“ სიმპტომებს ასახელებს და აღნიშნავს, რომ ამ შტამის შემთხვევაში იშვიათია გემოსა და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა. მისი თქმით, იმ ადამინებს ვისაც „ბუსტერი“ აქვს გაკეთებული, ეს შტამი იშვიათად ემართებათ

„ომიკრონი“ უფრო ხშირად იწყება ისეთი სიმპტომებით, როგორებიცაა სურდო, ყელში ჩაკაწვრის გრძნობა და ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, სისუსტე. ეს არის პირველი ძირითადი სიმპტომები, როდესაც „დელტა“ და სხვა შტამების დროს განსხვავებული სიმპტომები იყო. თუმცა შემდგომში „ომიკრონის“ დროსაც შესაძლოა განვითარდეს ისეთი სიმპტომები, რაც „დელტას“ დროს ვითარდებოდა. მაგრამ იშვიათია გემოსა და ყნოსვის დაკარგვა, ასევე ნაკლები ინტენსივობისაა ხველა და შედარებით იშვიათია მაღალი ცხელება, თუმცა ეს სიმპტომები მაინც იმდენად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ექიმმა ან ავადმყოფმა მკაფიოდ გაარჩიოს, “ომიკრონი” აქვს თუ “დელტა”,- განაცხადა ცერცვაძემ ჟურნალისტებთან.

რაც შეეხება იმას, რომ „ომიკრონი“ მასიურად გავრცელდა და ამ შტამით ვაქცინირებული ადამიანებიც ავადდებიან, ცერცვაძე ამბობს, რომ ეს შტამი „იშვიათად ემართებათ მათ, ვისაც „ბუსტერი“ გაკეთებული აქვს“.

„მთლად ყველას არ ემართება, ვისაც „ბუსტერი“ გაკეთებული აქვს, მათ იშვიათად ემართებათ. მასობრივი ვაქცინაციაა პანდემიის დაძლევის და თუნდაც „ომიკრონის“ თავიდან აცილების საშუალება, განსაკუთრებით მესამე, „ბუსტერ“ დოზით“,- განაცხადა ცერცვაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img