09.12.2021
- Advertisement -spot_img

თენგიზ ცერცვაძე – ფიზიკურად არაა ამდენი „ფაიზერი“ და ამიტომ ჩვენ უნდა ავიცრათ იმ ვაქცინით, რომელიც დღეს გვაქვს

ვაქცინებს შორის განსხვავება არის, მაგრამ გაცილებით ნაკლები და ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე ის ზარალი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ მოლოდინის რეჟიმში ყოფნით, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ვაქცინაციაზე იქნება მაღალი მოთხოვნა. რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ მილიონი დოზა „ფაიზერი“ შემოდის, შესაძლოა მოქალაქეების გარკვეული ნაწილი წაახალისოს იმისკენ, რომ დაელოდონ „ფაიზერს, მაგრამ ჩინურმა ვაქცინამ უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა. მას ჰყავს უკვე თავისი მომხრეები, ის უსაფრთხოა. ჯამში, აქტივობა იქნება და ეს აქტივობა იქნება მზარდი.

ვერც ერთმა ქვეყანამ, გარდა ამერიკისა და ისრაელისა, ვერ უზრუნველყო და ვერ შეძლო, მთელი მოსახლეობისთვის საკმარისი „ფაიზერის“ დოზა ჩამოეტანა. კარგია „ფაიზერი“, მაგრამ ვინაიდან, მთელ მსოფლიოში, გარდა ამერიკისა და ისრაელისა, ვერ ხერხდება, რომ ქვეყნის მთელმა მოსახლეობამ „ფაიზერით“ აიცრას. უბრალოდ, ფიზიკურად არ არის ამდენი „ფაიზერი“ და რომ ვერ ხერხდება ეს, ამიტომ ჩვენ უნდა ავიცრათ იმ ვაქცინით, რომელიც ხელთაა. თავად ამერიკელებისა და ევროპელების სლოგანია, რომ უნდა ავიცრათ იმ ვაქცინით, რომელიც დღეს გვაქვს. ვაქცინებს შორის განსხვავება არის, მაგრამ გაცილებით ნაკლები და ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე ის ზარალი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ მოლოდინის რეჟიმში ყოფნით“, – განაცხადა ცერცვაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა

ამერიკულმა  Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა. სიის სათავეში კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე, მაკენზი სკოტია. Forbes-მა მაკენზი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img