28.03.2024
- Advertisement -spot_img

თენგიზ ცერცვაძე – ქორწილები და ქელეხები არ გვყოფნიდა, ახლა პოლიტიკური აქციები დაემატა

ხალხმრავალი შეკრებები, ქორწილები ქელეხები და დაბადების დღეები – ეს არ გვყოფნიდა, ახლა დაემატა პოლიტიკური აქციები – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ისაუბრა.

“ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მომავალ პერიდოში ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს, რადგან სამი ფაქტორია, რამაც შეიძლება, ინფიცირებულთა რაოდენობა შეამციროს. ეს არის ვაქცინაცინირებულთა რაოდენობა, პირბადის გამოყენების პროცენტი და ხალხმრავალი თავყრილობები. ამ სამიდან რას აკეთებს საქართველო? თითქოს საღი განსჯის უნარი დაკარგა მოსახლეობამ და აკეთებს ყველაფერს საპირისპიროდ, ვაქცინაციის დონე კი არ იმატებს, არამედ მცირდება, რაც წარმოუდგენელია, როცა ყველა აღიარებს, რომ საქართველოში ვაქცინაციისთვის ყველაზე კარგი პირობებია შექმნილი, პირბადის ტარების პროცენტი 45-ია მაშინ, როცა ევროპაში და ამერიკაში, სადაც მოსახლეობა სრულად ვაქცინირებულია, პირბადის ტარების დონე 90%-ია. ხალხმრავალი შეკრებები, ქორწილები ქელეხები და დაბადების დღეები – ეს არ გვყოფნიდა, ახლა დაემატა პოლიტიკური აქციები.

ახლა ვიღაც ჩასაფრებული ადამიანი მეტყვის, რომ თვითონ ხელისუფლებამ ჩაატარა ერთი დიდი აქცია. დიახ, ჩაატარა და ეს არ იყო კარგი, ისევე, როგორც ოპოზიციის მიერ ჩატარებული აქცია. კარგით, ხელისუფლებამ ერთი დიდი აქცია ჩაატარა, ოპოზიცია აანონსებს პერმანენტულ აქციებს, რაც სამედიცინო თვალსაზრისით კარგი არ არის. სერიოზულად უნდა დაფიქრდეს მოსახლეობა და ამ სამი მაჩვენებლიდან სამივე შემოატრიალოს.” – განაცხადა ცერცვაძემ.

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img