05.08.2021
- Advertisement -spot_img

თენგიზ ცერცვაძე – საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა 22 მარტს შემოვა

საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა 22 მარტს შემოვა – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი განცხადებით, საქართველო ასევე, მიიღებს კიდევ ერთ ძალიან კარგ ვაქცინა „ნოვოვაქსს“, რომლის გაყიდვაც მსოფლიოში ივნისში დაიწყება და საქართველო მისი პირველი მომხმარებელი გახდება.

„ახლა, 22 მარტს შემოვა „ფაიზერის“ პარტია, შემდეგ შემოვა 80 ათასი ისევ „ასტრაზენეკა“, შემდეგ ორმხრივი შეთანხმებით შემოვა ისევ „ასტრაზენეკა“, როგორც ვიცი, ოღონდ უკვე სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით და არა საერთაშორისო ინსტრუმენტებით.“ – განაცხადა ცერცვაძემ.  

ცერცვაძემ არ გამორიცხა, რომ საერთაშორისო აღიარების მოპოვებისა და ეფექტურობის დადასტურების შემთხვევაში, ქვეყანაში ჩინური ვაქცინაც შემოვიდეს.

„შესაძლოა, თუმცა ჯერ არ არის გადაწყვეტილი, საერთაშორისო აღიარებისა და ეფექტურობის დამტკიცების შემთხვევაში, შემოიტანონ ჩინური ვაქცინაც და რაც ყველაზე მთავარია, პრაქტიკულად გამზადებულია მილიონიანი ხელშეკრულება ერთ-ერთ ყველაზე კარგ ვაქცინასთან – ეს არის „ნოვოვაქსი“, რომელიც ჯერ არ გაყიდულა მსოფლიოში და რომლის გაყიდვაც დაიწყება ივნისში და პირველი მომხმარებელი მისი იქნება საქართველო და როგორც ამბობენ და მჯერა, რადგან გავეცანი დოკუმენტაციას, ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე უკეთესი ვაქცინა, რომელიც დამზადებული იქნება განსხვავებული ტექნოლოგიით,“- განაცხადა ცერცვაძემ.


- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საგარეო უწყება – რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების დამტკიცება წარმოადგენს საქართველოს უკანონო...

რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტის დამტკიცება...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img