12.06.2021
- Advertisement -

თენგიზ ცერცვაძე – უახლოეს დღეებში დაიწყება „სინოვაკზე“ ჯერ რეგისტრაცია და შემდეგ ვაქცინაცია

უახლოეს დღეებში დაიწყება „სინოვაკზე“ ჯერ რეგისტრაცია და შემდეგ ვაქცინაცია – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოვაკზე“ ასაკობრივი ჯგუფები შეზღუდული არ იქნება.

„ასაკობრივი ჯგუფები მხოლოდ „ასტრაზენეკაზეა“ შეზღუდული, სხვაზე – არა. როდის დავიწყებთ გამოყენებას ზუსტად არ ვიცი, მაგრამ უახლოეს მომავალში. იქაც ელოდებიან ავტორიზაციას. ჩვენ საქართველო ვუცდიდით „სინოფარმის“ ავტორიზაციასაც, მოსახლეობის პროტესტი რომ არ გამოგვეწვია. „სინოვაკს“ თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ბრაზილია და უამრავი ქვეყანა 4 თვეა იყენებს. ჩვენ მაინც ყველაფერზე ვფრთხილობთ, შესაძლოა, ეს კარგიცაა. უახლოეს დღეებში დაიწყება „სინოვაკზე“ ჯერ რეგისტრაცია და შემდეგ ვაქცინაცია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხება თავად ვაქცინაციის პროცესს, ცერცვაძის თქმით, ტემპი გაზრდილია, თუმცა, მოქალაქეების კიდევ უფრო გააქტიურებაა საჭირო.

„ამჟამად მოსახლეობის აქტივობა ნორმალური და დამაკმაყოფილებელია, თუმცა, საჭიროა კიდევ უფრო მეტი აქტიურობა. სულ დღეისთვის აცრილია 68 ათასი ადამიანი, ეს მოზრდილი მოსახლოების 2.5%-ია, რაც ცოტაა, თუმცა, ვაქცინაციის ტემპი გაზრდილია. იმისთვის, რომ წლის ბოლისთვის ქვეყნის მოსახლეობის 65%-ის ვაქცინაცია მოხდეს, ამისთვის საჭიროა დღეში 6-7 ათასი ადამიანი იცრებოდეს. გუშინ აიცრა 4800 ანუ საჭიროა აქტივობის გაზრდა, გაორმაგება. ეს საქართველოსთვის რეალურია. ორი დღის წინ 80-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულა იყო პროცესში ჩართული და 164 ბრიგადა. ყოველდღიურად ემატება როგორც პუნქტები, ასევე ბრიგადები. შეფერხება არც სერვისის მიწოდების და არც ვაქცინების რაოდენობის მხრივ არაა. ჩვენ რაც ვაქცინაციის დაწყებისას დავკარგეთ, ის დრო მაქსიმალურად სწრაფად უნდა ავანაზღაუროთ. დღეში 6-7ათასი მოქალაქის ასაცრელად საკმარისი დოზები გვაქვს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

ექიმებმა დანიელი ფეხბურთელის, კრისტიან ერიქსენის გადარჩენა შეძლეს

მედიაში გავრცელებული, ინფორმაციით ქრისტიან ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბიულურია და ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა შეძლეს.  ცოტა ხნის წინ სტადიონზე, სადაც მატჩი მიმდინარეობდა...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -