12.06.2021
- Advertisement -

თეონა აქუბარდია – თავდაცვის მინისტრს არ უსაუბრია უწყებაში არც გამჭვირვალობაზე და არც სამოქალაქო ჩართულობაზე

დღეს, „მინისტრის საათის“ ფარგლებში, თავდაცვის მინისტრისგან ჩვენ მოვისმინეთ ბევრად უფრო ტექნიკური საკითხები, ვიდრე ეს არის თავდაცვის პოლიტიკა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა თეონა აქუბარდიამ განუცხადა.

მისივე თქმით, უწყებაში მთავარი პრობლემა არის ის, რომ ქვეყანას 2018 წლიდან არ გააჩნია თავდაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც შეიარაღებული ძალების როგორც მიზნებს, ასევე ამოცანებს განსაზღვრავს და იმ შესაძლებლობებს, რაც ქვეყნის თავდაცვისთვისაა აუცილებელი.

„სამწუხაროდ, თავდაცვის პოლიტიკაზე აქცენტი არ ყოფილა გაკეთებული, ჩვენ ველოდებით დასმულ კითხვებზე პასუხს. თავდაცვის მინისტრს არ უსაუბრია უწყებაში არც გამჭვირვალობაზე და არც სამოქალაქო ჩართულობაზე.

მნიშვნელოვანი თემა, რაზეც დღეს ითქვა, არის თავდაცვის კოდექსი, სადაც ახლებურად მოწესრიგდება სავალდებულო სამხედრო სამსახური. დღეს სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დამავშირებით არის ბევრი გამოწვევა და ძალიან ბევრ წვევანდელს არ სურს იმსახუროს თავდაცვის ძალებში. შესაბამისად, დიდი ხანია არის დაპირება, რომ ამ საკითხს ახლებურად შემოგვთავაზებდნენ. ველოდებით პასუხს“, – აღნიშნა აქუბარდიამ.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

ექიმებმა დანიელი ფეხბურთელის, კრისტიან ერიქსენის გადარჩენა შეძლეს

მედიაში გავრცელებული, ინფორმაციით ქრისტიან ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბიულურია და ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა შეძლეს.  ცოტა ხნის წინ სტადიონზე, სადაც მატჩი მიმდინარეობდა...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -