19.09.2021
- Advertisement -spot_img

თეთრი სახლი – დაზვერვა „კოვიდ-19“-ის წარმოშობაზე, მოხსენების დეკლასიფიცირებულ ვერსიას ამზადებს

აშშ-ის დაზვერვა „კოვიდ-19“-ის წარმოშობაზე, მოხსენების დეკლასიფიცირებულ ვერსიას ამზადებს. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერის ჯენ ფსაკის განცხადებით, ანგარიშის დეკლასიფიცირებულ ვერსიაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მომდევნო დღეებში გასაჯაროვდება.

თეთრი სახლის წარმომადგენელს აშშ-ის დაზვერვის ანგარიშთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროვებია.

აშშ-ის სპეცსამსახურებმა საიდუმლო დოკუმენტზე მუშაობა უკვე დაასრულეს და აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წარუდგინეს. მანამდე გამოცემა „ვაშინგტონ პოსტმა“ დაწერა, რომ აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებამ ვერ შეძლო საბოლოოდ დაედგინა ვირუსი წარმოიშვა ლაბორატორიაში, თუ ცხოველებიდან პირდაპირ ადამიანებზე გადავიდა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

“გირჩმა” ე.წ. სისხლიანი ბანერი გადაფარა წარწერით-მოდი რეფერენდუმზე

 "გირჩმა" თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ "სისხლიან ბანერზე" ტრანსპარანტი გადმოფინა წარწერით "მოდი რეფერენდუმზე". სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე, რომლებიც...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img