09.10.2024
- Advertisement -spot_img

თეთრი სახლი – თუ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწრება, მასში მონაწილეობა ზელენსკიმაც უნდა მიიღოს

თეთრი სახლის განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ინდონეზიაში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწრება, მასში მონაწილეობა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც უნდა მიიღოს. ამის შესახებ ინფორმაიას Bloomberg-ი ავრცელებს.

მანამდე ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ნოემბერში კუნძულ ბალიზე დაგეგმილ სამიტში მონაწილეობას გეგმავს.

„როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა საჯაროდ არაერთხელ თქვა, ის არ თვლის, რომ პუტინი სამიტს უნდა დაესწროს, მაგრამ თუ პუტინი ნამდვილად აპირებს „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრებას, შეხვედრაში მონაწილეობა ზელენსკიმაც უნდა მიიღოს“, – აღნიშნულია თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ვის მივცე ხმა: AI-ის რჩევა  დაბნეულ ამომრჩეველს

AI-ის გამოყენება როგორც ანალიტიკური ინსტრუმენტი შეიძლება დაგეხმაროს, რომ ხმის მიცემისას არ შეცდე და უკეთესი არჩევანი გააკეთო. არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img