17.01.2022
- Advertisement -spot_img

თინა ბოკუჩავა – დარწმუნებული ვარ, რომ 30 ოქტომბრის არჩევნებით დასრულდება ადამიანებით მანიპულირების პრაქტიკა ქვეყანაში

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის თინა ბოკუჩავას განცხადებით, 30 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ადამიანებით მანიპულირების პრაქტიკა ქვეყანაში აუცილებლად დასრულდება.

„ივანიშვილის რეჟიმს აღარ გააჩნია არანაირი საყრდენი ორი საყრდენის გარდა. ერთი არის „კრიმინალური სამყარო” და ვხედავთ, რომ სწორედ „კრიმინალური სამყაროს” გამოყენებით ცდილობენ ზემოქმედება მოახდინონ ადამიანების თავისუფალ ნებაზე და მეორე – ე.წ ადმინისტრაციული რესურსი. ძალიან სამწუხაროა ეს უკანასკნელი, იმიტომ, რომ ეს ადამიანები, როგორც ჩვენ ვართ, ისე არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები და დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი პატრიოტია, უმძიმს, რომ ასეთ რეალობაში უწევს მონაწილეობის მიღება.

დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად ზეწოლისა, ისინი სწორ არჩევანს გააკეთებენ და არ გახდებიან გაყალბების ინსტრუმენტი ივანიშვილის რეჟიმის ხელში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებით დასრულდება ადამიანებით მანიპულირების პრაქტიკა ქვეყანაში, როდესაც საჯარო მოხელეს თუ კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანს არ აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება. ეს აუცილებლად დასრულდება 30 ოქტომბრის არჩევნებზე”, – აცხადებს ბოკუჩავა ჟურნალისტებთან.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს – გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ “ქართლის” დევნილების საკითხი

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს. ხოშტარია მინისტრს ზურაბ აზარაშვილს დევნილებთან შეთანხმებით, შეხვედრას სთავაზობს და აცხადებს, რომ თუ სანატორიუმ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img