23.04.2024
- Advertisement -spot_img

თინა ხიდაშელი ამნისტიაზე- სირცხვილია ოპოზიციის დამუნათება, წაიკითხეთ დოკუმენტი!

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და “სამოქალაქო იდეას” დამფუძნებელი თინა ხიდაშელი 20 ივნისის ამნისტიის საკითხს სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” ეხმაურება და წერს, რომ ოპოზიციის გულშემატკივრების მხრიდან ოპოზიციის დამუნათება ამნისტიაზე შეთანხმების გამო, სირცხვილია.

მისი თქმით, ხელისუფლებას არ მიმართავს, რადგან მათ აქვთ თავის “დაბრმავების და დაყრუების” მიზეზი, “თუ გაუვათ, სარგებელი უნდა მიიღონ”.

“20 ივნისის ამნისტია!- აქ ხელისუფლებას არ მივმართავ, მათ აქვთ მიზეზი დაიბრმავონ და დაიყრუონ თავი, პროფესიულ ღირსებაზეც უარი თქვან ვინაიდან თუ გაუვათ სარგებელი უნდა მიიღონ.- აქ იმ ხალხს მივმართავ ოპოზიციას რომ გულშემატკივრობს თითქოს და სინამდვილეში გაირკვა რომ არც გულშემატკივრობს და არც დოკუმენტს კითხულობს. ამით კი ოცნებას ეხმარება.— რა წერია დოკუმენტში, რომელიც დარწმუნებული ვარ არ წაგიკითხავთ, უბრალოდ გინების ტრენდმა მოგხიბლათ და იქ შემოსკუპდით. – პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებიო;- 2 (ორი) საქმეო;- ამნისტია ამის უზრუნველსაყოფადო;სირცხვილია ამ თემაზე ოპოზიციის დამუნათება! სირცხვილია! წაიკითხეთ, პატარა დოკუმენტია! ნუ ხართ მწყრალად წერა კითხვასთან.

– ააა, თქვენ გეგონათ მივიდა ეს ხალხი და თავად ჩაწერა ყველა მოძალადე პოლიციელი, ყველა ვინც დამიზნებით ისროდა და მიზანმიმართულად ძალადობდა, მაკო გომურს დასდევდაო – არაუშავს ვის არ შეშლია.” – წერს ხიდაშელი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img