28.03.2024
- Advertisement -spot_img

თინა ხიდაშელი – ბატონი სააკაშვილი მაინცდამაინც არ ტოვებს სივრცეს სხვებისთვის

მე არ ვარ ქართული პოლიტიკური სპექტრის ექსპერტი და ვერ გავაკეთებ კომენტარს ყველა ოპოზიციური პარტიის ქმედებებზე, მაგრამ ერთი რამ, რაც ფაქტია, არის ის, რომ ბატონი სააკაშვილი მაინცდამაინც არ ტოვებს სივრცეს სხვებისთვის, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეას” დამფუძნებელმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ახალი ამბების სააგენტო GHN-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ვფიქრობ, ამ ქვეყანაში ბევრი ჯგუფის მთავარი პრობლემა და არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების, სწორედ იმაშია, რომ ვიღაცის მიმართ ანტაგონიზმმა თუ უარყოფითმა განწყობამ უცბად რადიკალური შემობრუნება გამოიწვია მათში და პირობითად, ყველა მიშისტად გადაიქცა, როგორც ხუმრობენ ხოლმე. გაუგებარი ფენომენია ჩემთვის ის, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც თავის დროზე დემოკრატიის სადარაჯოზე იდგნენ. თუმცა, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი განაზღვრავს დღის წესრიგს ამ ქვეყანაში და ვიდრე ეს ასე იქნება, ჩვენ სერიოზული პრობლმები არ შეგვიმცირდება და ეს არ დამთავრდება”, – თქვა ხიდაშელმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img