09.10.2024
- Advertisement -spot_img

თინა ხიდაშელი – ბუნებაში არ არსებობს, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

მივმართავ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ გვერდზე გადადონ, თუ რაიმე სრულიად გულწრფელი წუხილები აქვთ და პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეას” დამფუძნებელმა და საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

თინა ხიდაშელის თქმით, სამოქალაქო საზოგადოება ამ პროცესში შეიძლება იყოს ძალიან კარგი დამხმარე, მაგრამ ის ვერ ჩაანაცვლებს პოლიტიკურ პარტიებს.

„ასეთი რამ არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე, ეს არ არსებობს, ამიტომ ამ კეკლუცობას რაც უფრო მალე მოეშვება ეს ხალხი, რომ „ვაიმე, პარტიები, უიმე, როგორ გეკადრებათ“, კარგი იქნება. პოლიტიკურ ბრძოლას სჭირდებიან პოლიტიკური ლიდერები, პოლიტიკური ლიდერების გარეშე ცვლილებები არ ხდება. ამიტომ, მე მივმართავ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ გვერდზე გადადონ თუ რაიმე სრულიად გულწრფელი წუხილები აქვთ და პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე. სამოქალაქო საზოგადოება ამ პროცესში შეიძლება იყოს ძალიან კარგი დამხმარე, მაგრამ ის ვერ ჩაანაცვლებს პოლიტიკურ პარტიებს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ვის მივცე ხმა: AI-ის რჩევა  დაბნეულ ამომრჩეველს

AI-ის გამოყენება როგორც ანალიტიკური ინსტრუმენტი შეიძლება დაგეხმაროს, რომ ხმის მიცემისას არ შეცდე და უკეთესი არჩევანი გააკეთო. არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img