24.07.2021
- Advertisement -spot_img

თინა ხიდაშელი დონალდ რამსფელდზე – ისიც კი მახსოვს რაზე ვსაუბრობდით…შოკში ვიყავი

შეერთებული შტატების ორგზის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დონალდ რამსფელდის გარდაცვალებას გამოეხმაურა თინა ხიდაშელი. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამერიკელი კოლეგის შესახებ სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს.

“ისიც კი მახსოვს რაზე ვსაუბრობდით. თუ ხართ მსოფლიოს ლიდერი და იმედი, მაშინ მოიქეცით ასე-თქო, და მერე ორი დღე ხომ იძახდა სწორედ მიგვითითესო და ერთი წლის შემდეგ ვაშინგტონში კონფერნციაზე ვიყავი. იქ დარბაზში სწრაფი ნაბიჯით ჩამიარა, ტრიბუნისკენ მიდიოდა. არც კი მიფიქრია რომ ან დამინახა ან მიცნო. და უცებ გამოსვლის დროს ამბობს. აქ დარბაზში ძალიან საინტერესო ადამიანი იმყოფება, თავის ქვეყანაში თავდაცვის მინისტრი იყო და შეხვედრის დროს სრულიად სამართლიანად მოგვიწოდა რომ მოვიქცეთ როგორც მსოფლიოს ლიდერ სახელმწიფოს შეეფერებაო! შოკში ვიყავი”, – წერს თინა ხიდაშელი. 

დონალდ რამსფელდინიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ ტაოსში გარდაიცვალა.

1975 წელს რამსფელდი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა თავდაცვის მინისტრი გახდა და ეს თანამდებობა 1975-77 წლებში, პრეზიდენტ ჯერალდ ფორდის დროს, 2001-2006 წლებში კი – ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობისას ეკავა.

დონალდ რამსფელდს ერაყის ომის მთავარ „არქიტექტორად“ მიიჩნევენ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ამერიკის ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ საქართველოშია

ამერიკის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია. თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი ამ წუთებში დაეშვა. ამერიკის საჩუქარს აეროპორტში ჯანდაცვის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img