28.11.2021
- Advertisement -spot_img

თინა ხიდაშელი ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტზე – ვა-ბანკზე წავიდა ოპოზიცია, თუმცა მაინც ვთვლი, რომ ეს იყო თამამი და სწორი გადაწყვეტილება

ამ გადაწყვეტილებით ოპოზიცია სრულ ვა – ბანკზე წავიდა, ერთი მხრივ, ნამდვილად ვაჟკაცური და გაბედული საქციელია – მე ვთვლი, რომ ეს თამამი და სწორი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეას” დამფუძნბელმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ – ქალაქი“ განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების მიერ ე.წ ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნას გამოეხმაურა.

ხიდაშელის თქმით, ეს კოალიცია არ კეთება 1 კაცის გადაწყვეტილებით, „დღეს წმინდა წყლის ქართულ ელექტორალური მიზეზით არის ეს გამოწვეული, ვერ იგებს „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო“.

„მთავარი რაც თანაბრად შეიძლება მოგეწონოს და არ მოგეწონოს ამ გადაწყვეტილებაში არის ის, რომ პირდაპირი მნიშვნელობით სრულ ვა – ბანკზე წავიდა ოპოზიცია. ერთი მხრივ ნამდვილად გაბედული და ვაჟკაცური საქციელია უთხრა ამომრჩეველს რომ „აჰა დამინახე, ეს არის რაც არის ეს არის შანსი და ან გამოვიყენებთ მას ან არა“, ამიტომ მეორე, მესამე, მეშვიდე ლიდერებით კი არა, პარტიის თავმჯდომარეებით არის წარმოდგენილი ამ წუთას ყველა პარტია. ვისაც ეს ქმედება არ მოეწონება სწორედ იმავე მიზეზით არის გამოწვეული, რომ მარცხი თუ იქნა ასეთ შემთვევაში, რისკი ძალიან მაღალია, თუმცა იმის მიუხედავად ლიდერებთან ერთად იქნება ეს მარცხი თუ მის გარეშე, ძალიან დიდი სხვაობა მაინც არ იქნებოდა ოპოზიციისთვის ასეთ შემთხვევაში, ამიტომ მე მაინც ვთვლი, რომ ეს იყო თამამი და სწორი გადაწყვეტილებაა.

თუ ახლა „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, ასე თუ ისე მნიშვნელობა არ აქვს, 2024 წელს, შეგვიძლია არჩევნები არ ჩავატაროთ, ამიტომ ამას არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნებოდა. მეტნაკლებად ჩვეულებრივ ვითარებაში 2030 წლამდე იქნება ბატონი ბიძინა.

ეს კოალიცია არ კეთება 1 კაცის გადაწყვეტილებით, დღეს წმინდა წყლის ქართულ ელექტორალური მიზეზით არის ეს გამოწვეული, ვერ იგებს ეს „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო, ფაქტია გადის მეორე ტურებში უკვე 10 წელია და მარცხდება ყველა მე-2 ტურში მუდმივად. ეს ძალიან კარგად დაინახა მიშამაც, გრიგოლმაც თავის დროზე, დღეს ნიკამაც და ყველა იმ ლიდერმა, ვინც ამ წლების განმავლოაში მეორე ტურში გავიდა, ამიტომ ეს არის ქართლი ელექტორალური მიზეზებით გამოწვეული პრაგმატული ნაბიჯი. კოალიცია არა მარტო იმუშავებს, არამედ წარმატებულიც იქნება, იმიტომ რომ ამოცანაც იქნება, განსხვავება აჩვენონ მაგალითად სენაკსა და იმ რაიონს შორის, სადაც უკვე „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, ქუთაისსა და სამტრედიას შორის, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქს შორის, ამიტომ ეს სხვაობა თუ აჩვენეს, ეს პლუსი თუ დაიწერა ოპოზიციამ ჯამურად, რაც შემდეგ პარტიების ლიდერების მოხერხებაზე იქნება, ეს პლუსი რამდენად ჯამური იქნება თუ ინდივიდუალური „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ამ ადგილობრივ არჩევნებზე პარტიებმა უნდა დაამტკიცონ, რომ უნარი შესწევთ მართვის, შესწევთ უნარი კონსესუსით სიარულის, ერთმანეთთან საუბრის იმისთვის, რომ გადაწყვეტილებამდე მივიდეს საქმე და უნდა შეძლონ საკუთარი წილი წარმატების ჩვენება და ინდივიდუალიზაცია საერთო წარმატებაში“, – განაცხადა ხიდაშელმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ისრაელმა კორონავირუსის ახალი შტამის “ომიკრონის” 7 შემთხვევის დადასტურების გამო საზღვრები ჩაკეტა

ისრაელმა კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონის" 7 შემთხვევის დადასტურების გამო საზღვრები ჩაკეტა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. დროებითი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img