06.08.2021
- Advertisement -spot_img

თინა ხიდაშელი – იმათთვის ვინც ექსპერტიზას ელოდება

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეას” დამფუძნებელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას შესახებ წერს:

“იმათთვის ვინც ექსპერტიზას ელოდება

– მთავარი კითხვები რომელიც სინამდვილეში უნდა დაისვას შემდეგია:

— რომ არა 5 ივლისის ძალადობა და დაზიანებები, დადგებოდა თუ არა სიკვდილი იმ კონკრეტული მიზეზით როგორც დადგა სიკვდილი. ეს არის მთავარი კითხვა, რაზეც სასამართლო ექსპერტიზამ უნდა გვიპასუხოს.

— თუკი 5 ივლისის მასობრივი ძალადობის გამო, ტკივილის გასაყუჩებლად ნარკოტიკს იყენებდა საავადმყოფო, რა დანიშნულებით გაწერეს ლექსო? 8-ში თუ ნარკოტიკი ჭორდებოდა 9-ში როგორ უნდა მომხდარიყო ტკივილის გაყუჩება?

— რატომ გაწერეს იმ დაზიანებების მქონე პაციენტი, რა პირობებით და რა მდგომარეობაში?

კიდევ ერთხელ ყველაზე მთავარი – დადგებოდა თუ არა სიკვდილი რომ არა 5 ივლისის ძალადობა? ამ კითხვაზე პასუხის გარეშე ნულია ყველა ექსპერტიზის ფასი და მხოლოდ გარდაცლილის დისკრედიტაციას ემსახურება” – წერს ხიდაშელი “ფეისბუქზე”.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ირაკლი კობახიძე – 2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხაადებით, 2024 წლამდე, არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. როგორც მან განმარტა, 19 აპრილის შეთანხმების...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img