15.10.2024
- Advertisement -spot_img

თინა ხიდაშელი კობახიძეზე – ნეტავ რა ჰგონია ევროკავშირს რომ ულტიმატუმით ელაპარაკება, კალთებს დაახევენ?

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი თავდაცვის ნისტრი თინა ხიდაშელი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც დეკემბერში, კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვეში, მიიღებენ კონსტიტუციურ კანონს, რომლითაც 2024 წლის და მომდევნო საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება.

„ნეტავ რა ჰგონია ევროკავშირს რომ ულტიმატუმით ელაპარაკება, კალთებს დაახევენ? ამათი სიტყვა ვინ უნდა დაიჯეროს, თან როგორ ჩამოთვალა იმის და იმის სახელითო მთლად ბიძინამ გადააგდო ამ თემაზე ყველა. მისი სიტყვაა განულებული და ფასდაკარგული.

და თუ ასეთი დარწმუნებული ხართ, მანამდე სამი აბზაცი რაღატომ იტირეთ. არადა სინამდვილეში როგორ ვერაფერს სწავლობთ, ასე გაჯიუტდა სააკაშვილიც თავის დროზე და სწორედ იმ სისტემით წააგო, ასე რომ ებღაუჭა და ეფერა“, – წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img