24.04.2024
- Advertisement -spot_img

თინა ხიდაშელი ნამახვანჰესის პროტესტზე – გამიჩნდა უზარმაზარი ოპტიმიზმი, რომ საქართველოში, პირველად შესაძლოა, გაჩნდა რეალური სოციალური პროტესტი

ჩემი დამოკიდებულება ნამახვან ჰესის პროტესტის მიმართ, არის ის, რომ გამიჩნდა უზარმაზარი ოპტიმიზმი, რომ საქართველოში, პირველად შესაძლოა, გაჩნდა ის პროტესტი, რომელიც ესე საჭიროა და რომელიც ბევრი წელია უნდა ყოფილიყო, ანუ რეალური სოციალური პროტესტი – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეას” დამფუძნებელმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

“ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, არის ის, რომ გამიჩნდა უზარმაზარი ოპტიმიზმი, რომ საქართველოში, პირველად შესაძლოა, გაჩნდა ის პროტესტი, რომელიც ესე საჭიროა და რომელიც ბევრი წელია უნდა ყოფილიყო, ანუ რეალური სოციალური პროტესტი, იმის გამო, რომ ხალხი შიმშილობს, იმის გამო, რომ ბავშვები სკოლაში ვეღარ დადიან, იმის გამო, რომ საოცარი სიდუხჭირეა, იმის გამო, რომ სინამდვილეში, ამ სახელმწიფოს გარდა, საარჩევნო რეფორმის, ადგილობრივი თვითმმართველობის და ვთქვათ, სასამართლო რეფორმის კიდევ აქვს უზარმაზარი შლეიფი პრობლემების, რომელიც ყოველ დღე ძილის საშუალებას არ აძლევს ჩვენს მოქალაქეებს. სამწუხაროდ ამ წუთას მაქვს განცდა, რომ ამას ვერ მოახერხებს ნამახვანის პროტესტი, თუმცა ძალიან დიდი ოპტიმიზმი მქონდა, რომ სწორედ აი ამ მუხტის, აი ამ პრობლემის მობილიზება მოხდებოდა. და რატომ, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი შანსი, ქართული პოლიტიკური ელიტა რეალურ პრობლემებზე ალაპარაკდება და პარლამენტში იმსჯელებენ იმ საკითხებზე, რომლებიც სინამდვილეში ადამიანებს ძილის საშუალებას მისცემთ.” – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img