15.10.2024
- Advertisement -spot_img

თინა ხიდაშელი პრეზიდენტის განცხადებებზე – ხელისუფლება “ფარდა ახდილი” დატოვა – დღეს ჩვენი თანამზრახველი იყო

თუკი საკუთარ ეგოზე მაღლა დავდგებით, პირად სიყვარულ-სიძულვილს ცოტა ხანი გვერდზე გადავდებთ, უცებ დავინახავთ, რომ პრეზიდენტი სინამდვილეში დღეს ყველა გულწრფელად ევროპული ძალების სრულფასოვან მოკავშირედ იქცა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეას” დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს, რითაც პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ეხმაურება.

თინა ხიდაშელმა ასევე აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერს პასუხი გასცა და „ხელისუფლება “ფარდა ახდილი”დატოვა“.

„ყველაფერზე პასუხი გასცა, დაადასტურა და ჩამოაწიკწიკა, რაც კი ჩვენ აქამდე ერთად ან ცალ-ცალკე გვითქვამს და რასაც გაავებული ხელის ქნევით სისულელეს და გამოგონილს ეძახის ხელისუფლება. ყველა შეცდომა, დანაშაულებრივი ქმედება და უმოქმედობა, ხელისუფლება “ფარდა ახდილი”დატოვა.

კიდევ ერთხელ, შესაძლოა, მოგვწონს ან არ მოგვწონს, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტია და დღეს ჩვენი თანამზრახველი იყო.

თანამზრახველი კი ის არის მაინცდამაინც ყოველთვის ბოლომდე ყველაფერში რომ არ ეთანხმები და არ გეთანხმება, მაგრამ ერთი გენერალური ხაზი გაქვთ და ერთი მიზნისკენ მიდიხართ, თორემ აბა ისე შენიანი იქნებოდა.

მოკლედ, მგონია, რომ დღეს უნდა მივიღოთ სწორედ ასეთად.

მეც უფრო ბედნიერი ვიქნებოდი ყველა ამ სიტყვისთვის ბოლოში გვირგვინად გვარამიას შეწყალებისთვის რომ მოეწერა ხელი, მაგრამ მაშინ ჩვენიანი იქნებოდა.

ძირითად პრეტენზიად რაც ვნახე 20 ივნისის მუხტი დააგდოო და სალომე ზურაბიშვილმა, როგორ უნდა დააგდოს ხალხო, 20 ივნისის მუხტი, მისი მოწოდების გამგონე 20 ივნისის, ძალიან მაღალი ალბათობით, 20 ივნისს ისედაც არ მოვიდოდა აქციაზე. ვფიქრობ, რომ ეს ამ დღის ფენომენის ანაბანაა“, – წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელ :ფეისბუქზე”.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img