18.04.2024
- Advertisement -spot_img

თინა ხიდაშელი – საქართველოს მოქალაქეებს რუსული ენის მოსმენა და მათი თავხედური ქცევები აღიზიანებთ

„საქართველოს მოქალაქეების უმეტეს ნაწილს აღიზიანებს რუსული ენის მოსმენა და მათი თავხედური ქცევები საქართველოს რესტორნებსა და სასტუმროებში“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილა მინისტრმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

თინა ხიდაშელის თქმით, საქართველომ უსაფრთხოების გაძლიერების მხრივ უნდა იმუშაოს და პარლამენტის კარი დაკეტილი არ უნდა იყოს, ასევე, მუდმივად უნდა იკრიბებოდეს უსაფრთხოების საბჭო.

„საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო რამდენიმე თვეა, ადანაშაულებენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ქსენოფობიაში, ექსტრემიზმში და ომის გაღვივების სურვილსა და მცდელობაში, მაგრამ არასდროს არ გვესმის მსგავსი განცხადებები, კრიტიკა, კრემლის და რუსული შეიარაღებული ძალების მიმართ.

არ აქვს მნიშვნელობა რამდენი რუსი შემოვიდა. ეს ის შემთხვევაა, სადაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სტატისტიკას. მთავარი არის ადამიანების, ჩვენი ქვეყნის ფსიქოლოგიური განწყობა იმ მოვლენების მიმართ, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს, იმ ძალადობის, სისასტიკის მიმართ, რომელსაც რუსეთის მოქალაქეები რუსი სამხედროები სჩადიან უკრაინის ტერიტორიაზე და შესაბამისად სენსიტიურობა გაცილებით მაღალია საქართველოში. დღეს საქართველოს მოქალაქეების უფრო მეტ ნაწილს აღიზიანებს რუსული ენის მოსმენა, უფრო მეტ ადამიანს აღიზიანებს მათი თავხედური ქცევები საქართველოს რესტორნებსა და სასტუმროებში.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უნდა ჰქონდეს დაცულობის განცდა. საქართველო მზად უნდა იყოს ნებისმიერი თავდასხმისთვის. საქართველოს პარლამენტის კარი დაკეტილი კი არ უნდა იყოს, ყოველდღიურ რეჟიმში უნდა მუშაობდეს, უნდა მუშაობდეს უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, ქვეყანაში მუდმივად უნდა იკრიბებოდეს უსაფრთხოების საბჭო“, – აცხადებს თინა ხიდაშელი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img