16.04.2024
- Advertisement -spot_img

თინა ხიდაშელი – თქვენი ერთიანი ენერგია და ძალა იყო, რომელმაც უკან დახევის უფლება არ მომცა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებლი, თინა ხიდაშელის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ის მადლობას უხდის ადამიანებს, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში ამხნევებდნენ. მისი თქმით, „ჯერ სრულ გამოჯანმრთელებამდე დიდი გზაა, მაგრამ მთავარია რომ პროცესი შეუქცევადია!“ თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს:

„კეთილო და ტკბილო ადამიანებო. დღეს მგონი თამამად შემიძლია უკვე ვთქვა, რომ წინ სვლა დავიწყე. ჯოჯოები მიდიან, ჰაერიც თანდათან მოდის და მგონი შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აღარ შემობრუნდება. არ ვიცი როგორ გადაგიხდით მადლობა, მაგრამ ეს რაც ამ ორ კვირაში განმაცდევინეთ სრულიად არაამქვეყნიური თმაში მკაცრად და უკომპრომისოდ ჩაჭიდებული თქვენი ერთიანი ენერგია და ძალა იყო, რომელმაც მისხალი უკან დახევის, მოდუნების, მინებების უფლება არ მომცა. ჯერ სრულ გამოჯანმრთელებამდე დიდი გზაა მაგრამ მთავარია რონ შეუქცევადია!“

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინა ხიდაშელს და მის მეუღლეს, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით უსუფაშვილს კორონავირუსი სამი კვირის წინ დაუდასტურდათ. თინა ხიდაშელის მდგომარეობა, რამდენიმე დღის განმავლობაში მძიმე იყო.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img