17.01.2022
- Advertisement -spot_img

თინა ხიდაშელი – თუ პარლამენტიდან მიდიან, ე.ი საკრებულოებიდანაც მიდიან ხომ? – იმ ადამიანებს რას ეუბნებიან, რომლებმაც იომეს თითოეული მანდატისთვის, რომელიც ოპოზიციამ მოიპოვა?

თუ პარლამენტიდან მიდის ეს ხალხი, მაშინ ბუნებრივად და ლოგიკურად დგება ეს კითხვა, აბა საკრებულოებში უნდა დარჩნენ? ესე იგი საკრებულოებიდანაც მიდიან ხომ, რომელშიც აგერ გუშინ აირჩია ხალხმა? მერე იმ ადამიანებს რას ეუბნებიან, რომლებმაც იომეს თითოეული მანდატისთვის, რომელიც ოპოზიციამ მოიპოვა?, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი” განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური ბრძოლის ფრონტის ხაზი საკრებულოებში უნდა გადიოდეს.

„ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესი იქნება, რომ ეს ფრონტის ხაზი საკრებულოების სხდომათა დარბაზებში გადიოდეს, პოლიტიკურ ფრონტის ხაზს ვგულისხმობ ბუნებრივია. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით შედეგები, წინ გვიდევს ეს შედეგები და შეგვიძლია, ელემენტარული ანალიზი გავაკეთოთ, გარდა იმ ექვსი საკრებულოსი, სადაც ისედაც ოპოზიციას აქვს უმრავლესობა, ასევე საკრებულოების უდიდეს უმრავლესობაში, მათ შორის თბილისში, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა სულ რამდენიმე ხმაზე კიდია. თბილისში მაგალითად სულ 5 მანდატით მეტი აქვს „ოცნებას“ . გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა ბევრ სხვა საკრებულოში. აქტიური, ქმედითი ფრონტის ხაზის გაჩენის შემთხვევაში ძალიან ადვილია უმრავლესობა-უმცირესობის ადგილების ცვლილება, ადამიანების ჩამოშორება დღევანდელი უმრავლესობიდან.

ასე რომ, თუკი ვინმეს წარმოუდგენია, რომ „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად მასშტაბური ბრძოლაა დასაწყები, მაშინ მასშტაბურობა ამ ბრძოლის სწორედ იმას ნიშნავს, რომ თავის საკუთარ ბრძოლის ველზე უნდა დაამარცხონ და არა ისე, რომ კედლის ერთ მხარეს ჩვენ ვიდგეთ და მეორე მხარის ისინი და ერთმანეთის ხმა არასდროს გვესმოდეს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს – გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ “ქართლის” დევნილების საკითხი

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს. ხოშტარია მინისტრს ზურაბ აზარაშვილს დევნილებთან შეთანხმებით, შეხვედრას სთავაზობს და აცხადებს, რომ თუ სანატორიუმ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img