12.06.2021
- Advertisement -

“თითქმის 70 ათასით არის გაზრდილი იმ ადამიანების რიცხვი, ვინც სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა იმყოფება”

კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი, სოსო ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ოფიციალური (საქსტატის) მონაცემების საფუძველზე სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობაზე მსჯელობს. პოსტში ნახავთ სხვადასხვა წლების ურთიერთშეპირისპირებასაც, რაც საშუალებას მოგცემთ გაიგოთ რამდენი პროცენტით გაიზარდა საქართველოში უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ადამიანების რიცხვი.

” ოფიციალური (საქსტატის) მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ არის ამ ქვეყნის მოსახლეობის 21.3%, ერთი წლის წინ 19.5% იყო.2019 წელს ეს იყო დაახლოებით 725 ათასი ადამიანი და 793 ათასი გახდა 2020 წელს. თითქმის 70 ათასით ანუ 9%-ზე მეტით არის გაზრდილი იმ ადამიანების რიცხვი, ვინც სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა იმყოფება.ეს რიცხვები კიდე უფრო სავალალოა ბავშვებში – საქართველოში ყოველი ოთხი ბავშვიდან ერთი არის ამ ზღვარს ქვემოთ.” – წერს ბერიკაშვილი

- Advertisement -

უახლესი სტატიები

დანიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ერიქსენმა ევრო2020-ზე ფინეთთან მატჩის მსვლელობისას გონება დაკარგა.

„ევრო 2020“-ის რიგით მე-3 მატჩში დანია ფინეთს მასპინძლობდა, როცა პირველი ტაიმის მიწურულს გაურკვეველი ინციდენტი მოხდა და დანიის ფეხბურთელი კრისტიან...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -