25.10.2021
- Advertisement -spot_img

“თითქოს ბავშვების ხმა ისმისო, არცერთი მინახავს” – ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის ქმარი

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის ქმარი, რამაზ დავლაძე ამბობს, რომ მისი ცოლი ჯერჯერობით კონტაქტური არ არის. 

როგორც დავლაძე აცხადებს, ის ახლა ნანგრევებიდან შვილების ამოყვანას ელოდება. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 1 და 9 წლის ბავშვებზე. 

“ძალიან შეუძლოდაა, დამტვრეულია. ღმერთის წყალობით ცოცხალია. ახლა ბავშვებსაც გამოვიყვანთ, ღმერთის წყალობით. ბავშვების ხმა თითქოს ისმისო, მაგრამ მე არაფერი ვიცი. არ მინახავს არცერთი. მეუღლე ჯერჯერობით კონტაქტური არაა”, – აცხადებს რამაზ დავლაძე.

დაშავებული ქალი ნანგრევებში 8 საათზე მეტხანს იმყოფებოდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ახლაც გრძელდება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საპატრიარქოს ინფორმაციით, მათ ოფიციალურ გვერდებზე ე.წ. „ტროლებისა“ და „ბოტების“ შეტევა გახშირდა

სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდებზე ე.წ. „ტროლებისა" და „ბოტების" შეტევა გახშირდა, - აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში. მსგავსი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img