25.10.2021
- Advertisement -spot_img

თორნიკე რიჟვაძე – კონტრუქტორები და გეოლოგები ირგვლივ ყველა კორპუსის მდგრადობას შეისწავლიან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, გეოლოგები ჩამონგრეული კორპუსის გარშემო ყველა შენობის მდგრადობას შეისწავლიან.

“როგორც კი მაშველები მორჩებიან სამუშაოს, მობილიზებული არიან როგორც კონსტრუქტორები, ასევე გეოლოგები და ირგვლივ შეისწავლიან ყველა კორპუსის მდგრადობას, რამდენად უსაფრთხოა მათი იქ დარჩენა”, – განაცხადა რიჟვაძემ.

26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. 

9 ოქტომბრის 10:34 საათისთვის შენობიდან ამოყვანილია 7 ადამიანი, აქედან 1 ცოცხალი და 6 გარდაცვლილი. 6 გარდაცვლილიდან 2 ბავშვია, ასევე ორი მამაკაცი.  მანამდე, ნანგრევებში იპოვეს ასაკოვანი ქალის ცხედარიც.

მაშველები კიდევ სამ ადამიანს ეძებენ. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე საავადმყოფოში გადაიყვანეს

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე 24 ოქტომბერს, აშშ-ში ვიზიტის დროს ჯორჯ ვაშინგტონის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.  ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის ამერიკის ეპარქიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img