19.04.2024
- Advertisement -spot_img

თუ ერთიანი ძალისხმევა იქნება წლის ბოლომდე ქვეყნის მოსახლეობის 60%-მდე ავცრით – ბიძინა კულუმბეგოვი

კორონა ვირუსმა, რომ მსოფლიო შეცვალა და თავისი ამოუცნობი, „ახირებული“ ბუნებიდან გამომდინარე ქვეყნებს აიძულებს ჩაკეტვა/გახსნას ბოლო ერთი წელია, ეს ახალი არავისთვისაა.  პანდემიამ გლობალური უსაფრთხოების პრიორიტეტებიც კი  ჩაანაცვლა –  ტერორიზმის, გლობალური დათბობის, რადიაციული კატასტროფის, კიბერდანაშაულის და სხვა საფრთხეები.  თამამად შეიძლება ითქვას, რომ 21-ე საუკუნის მთავარი მოვლენაა და ჯერ კიდევ მიმდინარე სერიოზული პრობლემაც. ცხადია, პანდემია საქართველოს პრობლემაცაა ბოლო წელია. ჩვენი ქვეყანაც  იძულებული გახდა, პანდემიის მასშტაბური გავრცელების გამო, ლოქდაუნი ერთი წლის განმავლობაში ორჯერ გამოეცხადებინა. ნოემბერში  უკვე მეორედ დაწესებულ შეზღუდვებს  ეტაპობრივად ახლა ხსნის. 15 თებერვალს სწავლა სკოლებშიც განახლდა და  სარესტორნო ბიზნესმაც მუშაობა ღია სივრცეში დაიწყო.

 რა ეტაპზეა  ახლა ქვეყანა პანდემიის  გავრცელების კუთხით? გაამართლა თუ არა შეზღუდვებმა? რა ვისწავლეთ ამ ერთი წლის განმავლობაში? ეტაპობრივად დაწყებული შეზღუდვების მოხსნის შემთხვევაში, როგორ გაააკონტროლებს ხელისუფლება პროცესებს, რომ ისევ სავალალო შედეგი არ მივიღოთ? როდის იქნება მესამე ტალღა და როგორ ვხვდებით მას? დააგვიანდა თუ არა ქვეყანას ვაქცინაცია და როდისთვის იქნება მოსახლეობის 60%-მდე აცრილი? – ამ თემებზე „ვებგაზეთი“  ალერგოლოგ,  ბიძინა კულუმბეგოვს ესაუბრა.

ვირუსიის გავრცელების კუთხით ქვეყანა ახლა რა ეტაპზე იმყოფება, ჩამოვედით თუ არა პრემიერ-მინისტრის მიერ ნახსენებ 4%-იან ნიშნულამდე და  ქვეყნის სრულად გახსნა შესაძლებელია?

ამ ეტაპზე ვირუსის  გავრცელების ტრაექტორია დადებითია და ქვემოდ მოიწევს. საშუალო მაჩვენებელი რასაც ახლა აჩვენებს, ეს უკვე 3%-მდე ქვემოდ არის. იგივე აჭარაში 1%-იან ნიშნულზე ვიმყოფებით. ამ ეტაპზე ეს დინამიკა ძალიან დამაიმედებელია.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლოკდაუნმა მოგვცა საშუალება გავრცელების დინამიკა შესუსტებულიყო, თუმცა ხშირად არის კრიტიკა იმ მიმართულებით, რომ არაფერი კეთდება შემდეგ ვირუსის  სამართავად. არ ტარდება სათანადო პრევენციული ღონისძიებები, რომ გავრცელება კვლავ არ დაიწყოს…

-არ ვიცი საზოგადოების სამსჯავროზე რა დევს, მაგრამ ქვეყანა ასე თუ ისე უმძიმეს სიტუაციას გაუმკლავდა. პაციენტები სახლებში აღარ დახოცილან და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც 1,2%-ია, რაც მსოფლიოში საუკეთესოა. ამიტომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ასე თუ ისე, ამ მეორე ტალღის შემოტევას გაუმკლავდა. სამწუხაროდ, რამდენიმე თვის წინ, ერთი კვირის განმავლობაში საქართველო ინციდენტობის  მიხედვით, ასიათას მოსახლეზე პირველ ადგილზე იყო და არავის არ უთმობდა.  რაც შეეხება დანარჩენ მზაობას, რა თქმა უნდა, ჩვენ გვეშინია, რომ შემდეგი ტალღები იქნება. ეს ვირუსების ბუნებიდან გამომდინარე ხდება.

ბიძინა კულიმბეგოვი

ამ ეტაპისთვის  სულ რამდენიმე შემაკავაბელი ფაქტორი გვაქვს:  შემზღუდავი ღონიძიებები და პირბადის ტარება. მესამეს რაც შეეხება ეს არის ვაქცინაცია. ვაქცინაცია კი ჯერჯერობით, ისეთ სახეს ვერ მიიღებს, რომ მასზე დაყრდნობით ვიფიქროთ ახალი ტალღის თავიდან აცილებაზე. მოსახლეობას კარგად უნდა ესმოდეს, რომ პირბადის ტარება უმნიშვნელოვანესია. თუ კი მის გამოყენებას 95%-მდე გავზრდით, (ახლა 75%  გვაქვს) ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, ვირუსი ისეთ ციფრებში იყოს, რომ ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ სიტუაცია კარგად მართოს, პაციენტებისთვის  სასწრაფო მიუღწეველი აღარ იყოს და სტაციონალში საჭიროების შემთხვევაში, თავის დროზე მოხვდნენ.  

დღეს ქვეყანამ, რომ ისუნთქოს, ეკონომიკა გაიხსნას და ეს ჩაკეტვებიც დრაკონული არ იყოს, ერთადერთი იმედი პირბადის ტარებაა.  დაახლოებით მოსახლეობის 20%-მდე  ვირუსი უკვე გადაიტანა, მაგრამ საზოგადოების იმუნიტეტისთვის ეს საკმარისი არ არის. (70%-მდე სჭირდება). პირბადის ტარება იქნება იმის გარანტია, რომ მესამე შეზღუდვები აღარ დაგვჭირდეს. თუ ჩვენს ქვეყანაში მესამე ტალღის დროს ცირკულირება მაქსიმუმ 2000 ფარგლებში ავიდა, ამას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს. სამწუხაროდ, სიკდილს და ავადობასაც შევეჩვიეთ, პანდემიასთან დაკავშირებული შიში დავკარგეთ. პანდემია არ სრულდება, მაგრამ ადამიანის ფსიქოლოგიაში სრულდება, რადგანაც მათ ასე უნდათ. აუცილებელია ბალანსის მოძებნა.

თქვენ მესამე  ტალღა ახსენეთ და თუ არის უკვე შესაძლებელი ვთქვათ როდის უნდა ველოდოთ  მას და იქნება თუ არა მეორე ტალღის მსგავსი სიმძიმის?

სხვა ქვეყნების მაგალითზე, რომლებმაც უკვე მესამე ტალღაც მოითავეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი იყო გაზაფხულზე, მეორე შემოდგომაზე და მესამეც ბევრმა გაიარა.  ისრაელი ამერიკა უკვე მეოთხე ტალღზეც კი საუბრობს. საერთოდ, ასეა ხოლმე, შემზღუდავი ღონისძიებების შემსუბუქებიდან, ორი თვის შემდგომ იწყება შემდეგი ტალღა. პირველი  ნიშნები უკვე ჩანს ხოლმე. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყველა დაკვირვებით და წინასწარი მოდელირებული კვლევებით, საქართველოში მოსახლეობა თუ სოციალურ დისტანციას შეინარჩუნებს და პირბადეს ატარებს კატასტროფული სიტუაცია არ გვექნება. სმწუხაროდ, სტუმრად  არ უნდა  ვიაროთ, თანამშრომლებთან ერთად საკვები არ უნდა მივიღოთ, სიგარეტი ცალკე მოვწიოთ, ყავაც ცალკე დავლიოთ. ესაა სოციალური ქცევა და დისტანცია და არა მაინც და მაინც ორი მეტრი ვიღაცას დაუდგე.  

თუმცა მსგავსი დისტანციის დაცვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ცენტრებში ნაკლებად ხდება.   როგორ  ფიქრობთ, ამ მიმართულებით კონტროლის გამკაცრება და მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება აუცილებელი არ არის?

რა თქმა უნდა, ქვეყნის გახსნა უფრო სახიფათო შეიძლება იყოს, ვიდრე მისი  დახურვა. ამდენ დახურვას და დაკეტვას ვეღარ გავუძლებთ. არის თუ არა კონტროლის მექანიზმი მკაცრი? რა თქმა უნდა კონტროლის მექანიზმი ეფექტური უნდა იყოს.  მეტ-ნაკლებად ჯარიმების გამოწერა და ა.შ თუმცა, ვიღაცეები ამბობენ, რომ მაგალითად, დავამატოთ ავტობუსები. ერთ ხაზზე კიდევ 50 ავტობუსი ჩამოვიყვანოთ და ა. შ ეს ასე ადვილი არ არის. ამას მილიონობით დოლარი სჭირდება.  ჩვენ ხომ არ ვართ ძალიან მდიდარი ქვეყანა, ერთ ხაზზე დამატებით კიდევ 50 ავტობუსი ჩამოვიყვანოთ. ამიტომ კონტროლის სხვა მექანიზმებია მოსაფიქრებელი. იქნებ ახალგაზრდებს ავტობუსში ასვლა ავუკრძალოთ და მოკლე დისტანციაზე ფეხითაც გაისეირნონ. მოკლედ ეს ნიუანსები ყველა დარგის მესვეურებმა უნდა მოიფიქრონ. მათ უნდა ჰქონდეთ დავალება, რომ კონტროლის მექანიზმი მაქსიმალურად ეფექტური იყოს.  

კოვიდ -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას, როგორც სხვა ვაქცინების პრეპარატებს 100%-იანი უსაფრთხოება არცერთ მედიკამენტს არ აქვს

-ვაქცინაციის თემას მინდა შევეხოთ, პირველ რიგში რა არის და რა სახის უკუ შედეგები შეიძლება გამოიწვიოს? საქართველოში სამწუხაროდ, ვაქცინაციას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს და ანტივაქსერთა აქტიურობაც შესამჩნევია.

-ვაქცინის მნიშვნელობა ერთადერთია, რომ უფრო დასუსტებული სახით ორგანიზმში შევიდეს ინფექციის  ნაწილი, ან ინფორმაცია ინფექციის კომპონენტების შესახებ. მერე ჩვენმა იმუნურმა სისტემამ უნდა დაამზადოს ანტისხეულები და  სხვადასხვა უჯრედების მობილიზება გააკეთოს. ხოლო, როცა განმეორებით ბუნებრივი გზით ვირუსი ჩვენს ორგანიზმში მოხვდება, გამზადებულმა იმუნურმა სისტემამ არ მისცეს მას დაავადების გავრცელების საშუალება, ან მძიმედ განვითარების შესაძლებლობა. ესაა ვაქცინის დანიშნულება. კოვიდ -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას, როგორც სხვა ვაქცინების პრეპარატებს 100%-იანი უსაფრთხოება არცერთ მედიკამენტს არ აქვს. მათ შორის, რა საკვირველია – არც ვაქცინას.

როგორც სხვა ვაქცინების პრეპარატებს 100%-იანი უსაფრთხოება არცერთ მედიკამენტს არ აქვს. მათ შორის, რა საკვირველია – არც ვაქცინას

ჩვენამდე სანამ ვაქცინა მოაღწევს, მილიარდის მეოთხედი ადამიანი იქნება აცრილი. რასაც კორონა ვირუსი აკეთებს, ვაქცინისგან გამოწვეული დამაზიანებელი ეფექტები მასთან ახლოსაც ვერ მიდის.  თუმცა, რასაც ვხედავთ ამ ვაქცინებსაც აქვს გვერდითი მოვლენები, ესაა ხელზე, სადაც გავიკეთებთ აცრას იმ ადგილის მტკივნეულობა, შეშუპება, ქავილი. შეიძლება ტემპერატურაც დაგვემართოს, ესეც 40%-შემთხვევაში. ზოგადი სისუსტე და თავის ტკივილიც შეიძ₾ება გამოიწვიოს, ესე 24 ან 48 საათის განმავლობაში. მერე ეს ქრება. მაგალითად, ალერგიული რეაქცია ფაიზერის შემთხვევაში  შეიძლება დაგვემართოს 1 მილიონი დოზა რომ გაკეთდეს. ეს ნიუანსები დათვლილია და ყველაფერი  ვიცით. ცალსახად, რასაც კორონა ვირუსი აკეთებს, ვაქცინისგან გამოწვეული დამაზიანებელი ეფექტები მასთან ახლოსაც ვერ მივა.

თუ სურვილი აქვს 30 წლის ჯანმრთელ ადამიანს, იყიდოს და გაიკეთოს, ეს პრობლემა არ უნდა იყოს

საქართველოში ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაციებია. სააუბარია იმაზე, რომ საქართველომ მისი შემოტანა დააგვიანა და სახელმწიფომ სათანადოდ ვერ იმუშავა. რას გვეტყვით ამაზე და არის თუ არა რეალურად ასე?

– დღეს მსოფლიოში რამოდენიმე ვაქცინაა, რომელიც თავიდანვე პერსპექტიულად ჩანდნენ და მათ უკან ძალიან მაღალი რესპექტაბელური  კომპანიები იდგნენ. ამ კომპანიებს ვაქცინის შესაქმნელად მილიარდობით დოლარი სჭირდებოდათ. ხოლო ქვეყნებმა, რომლებსაც ამის შესაძლებლობა ჰქონდათ: ევროკავშირი, ნორვეგია, ისრაელი, ამერიკა და ასე შემდეგ, ჯერ კიდევ არ არსებულ ვაქცინებში ჩადეს ფული. შესაბაამისად, რადგანაც ამ ქვეყნებმა მატერიალური რესურსი გაიღეს და აქ საუბარი  13-დან  15-მილიარდამდე თანხაზეა,  ამან განაპირობა ის, რომ ამ ქვეყნებს უპირატესი მდგომარეობა ჰქონდათ ვაქცინის  მოთხოვნაზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ვაქცინის სამართლიანი გადანაწილება უნდა მოხდეს. არ აქვს მნიშვნელობა შენ ამაში ფული დახარჯე თუ არა.  მოსახლეობის 20%  ყველა ქვეყანამ უნდა აცრას. მერე რა საკვირველია ჯანმრთელი მოსახლეობის აცრა უნდა დაიწყოს. არჩევნებიდან გამომდინარე ყველას  უნდა ამომრჩევლის გულის მოგება და გმირის როლის მორგება. ამიტომ ქვეყნებმა არაპატიოსანი ბრძოლა დაიწყეს. ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის ობიექტურად ვაქცინები ისევ ხელმიუწვდომელია.

მოსახლეობის 20%  ყველა ქვეყანამ უნდა აცრას. მერე რა საკვირველია ჯანმრთელი მოსახლეობის აცრა უნდა დაიწყოს

ამ მხრივ რამდენიმე თვე წავაგეთ და ევროკავშირის ქვეყნებმა დაგვასწრეს. ჩვენი ტიპის ქვეყნებს თუ გადავხედავთ, რომლებსაც ვაქცინა აქვთ, იქ  ხელისუფლებებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში არაღიარებული ვაქცინა შეეტანათ. ესაა სერბეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბრაზილია, არგენტინა, ინდონეზია, ეს მათი არჩევანია.მე როგორც ერთ ალერგოლოგ-იმუნოლოგს, მიმაჩნია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არაღიარებული ვაქცინები არ უნდა შემოგვეტანა და საქართველომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მესმის, რომ კოვაქსის პლათფორმამ უნდა მოგვწოდოს, მაგრამ ორმხრივი მოლაპარაკებები უფრო ინტესიური უნდა ყოფილიყო, განსაკუთრებით, მეგობარ სახელმწიფოებთან. მაგალითად შვედეთმა ისლანდიისთვის და ნორვეგიისთვის შეიძინა. კოვაქსი თვის ბოლმდე  20%-ს საკმარის  ვაქცინაციას მოგვცემს. ქვეყანას გეგმა აქვს, რომ 60%-მდე  მოსახლეობას აცრის. როდესაც ამერიკა, ისრაელი და არაბული ქვეყნები აცრას დაასრულებენ, ამ კომპანიებს დიდი რაოდენობით ვაქცინა გამოუთავისუფლდებათ. მიმაჩნია, რომ ამ  ეტაპისთვის, როცა ბაზარზე ვაქცინები იქნება, კერძო სექტორმაც უნდა შემოიტანოს. ყველა პრიორიტეტულ ჯგუფში ვერ იქნება. თუ სურვილი აქვს 30 წლის ჯანმრთელ ადამიანს იყიდოს და გაიკეთოს, ეს პრობლემა არ უნდა იყოს. ზაფხულის შემდეგ, ერთიანი ძალისხმევა თუ იქნება, წლის ბოლომდე დასახულ მიზნამდე მივალთ.  

კოვაქსი თვის ბოლმდე  20%-ს საკმარის  ვაქცინაციას მოგვცემს. ქვეყანას გეგმა აქვს, რომ 60%-მდე  მოსახლეობას აცრის

ბოლოსთვის მინდა გკითხოთ, სოცილურ ქსელში ასეთი გვერდი აღმოვაჩინეთ „ხალხური მედიცინა“, რომელიც წამლებს ყიდის, ხომ არ გქონიათ შემთხევვა ასეთი თვითმკურნალობის დროს ადამიანის მდგომარეობა გაუარსებეულიყო და რამდენად საფრთხის შემცვლელია?

მსგავსი შემთხვევა არ მქონია, არც გამიგია, თუ ვინმე რეგისტარციის მიღმა ადამიანს წამალს სთავაზობს, ეს კრიმინალია და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა მიხედონ.

მასალა “ვებგაზეთისთვის” მოამზადა ელიზა პოპიაშვილმა

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img