15.10.2024
- Advertisement -spot_img

თურქეთი რუსეთთან და უკრაინასთან ბოსფორის გავლით მარცვლეულის ექსპორტის დერეფნის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს – „როიტერი”

“როიტერი”თურქეთის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თურქეთი რუსეთთან და უკრაინასთან ბოსფორის გავლით მარცვლეულის ექსპორტის დერეფნის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„თურქეთიდან გასახსნელი დერეფნით გაჩნდა მოთხოვნა, რომ ამ მარცვლეულს მიეღწია მიზნობრივ ბაზრებზე. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს“, – განაცხადა გამოცემის ცნობით, თურქეთის მთავრობის წარმომადგენელმა.

“როიტერის” ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია მათ ასევე, ორმა სხვა ევროპულმა წყარომაც დაუდასტურა და დისკუსიები უკრაინიდან მარცვლეულის გატანაში თურქეთის შესაძლო მონაწილეობაზე უტყუარია.

„თურქეთი მზადაა, წვლილი შეიტანოს ოდესიდან ამ ექსპორტის ერთგვარ მონიტორინგში შავი ზღვის გავლით, რადგან თურქეთი ტრადიციულად ძალიან ძლიერია შავ ზღვაში და ისინი მზად არიან დახმარებისთვის“, – აცხადებს გამოცემის წყარო.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ლონდონსა და ნიუ-იორკს შორის ფრენას შესაძლოა საათზე ნაკლები დრო დასჭირდეს

ჰიპერსონიკური კომერციული ფრენების ახალი ერა კოსმოსური ინდუსტრიის კომპანიამ  Venus Aerospace -მა  წარადგინა ახალი ჰიპერსონიკური ძრავა, რომელიც, მათი თქმით,  დიდი მიღწევაა ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img