24.04.2024
- Advertisement -spot_img

თურქეთის ელჩი “ნამახვანჰესზე” – ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში თურქული ინვესტიციები დაცული იქნება

“ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში თურქული ინვესტიციები იქნება დაცული ისევე, როგორც საქართველოს სურს, რომ ქართული ინვესტიციები დაცული იყოს თურქეთში”, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის სრულუფლებიანმა ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა, “ფორბსთან” განაცხადა.

“ვერ ვიტყვი, რომ გავლენას ახდენს, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ გავლენას ახდენდეს, ეს არ არის მხოლოდ თურქული ინვესტიცია, ეს, ზოგადად, ენერგოსექტორში ინვესტიციების ჩარჩოა, რაც დაკავშირებულია საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასთან, ასე რომ, რაც უფრო მეტად სურთ ცალკეულ წრეებს ამ პროექტით მანიპულირება და მისი გამოყენება, რათა ქართულ-თურქული ურთიერთობების საბოტაჟი გამოიწვიონ, ვფიქრობ, ამას ისინი ვერ მოახერხებენ, მათ ეს ვერ უნდა შეძლონ.

მაშინ, როდესაც ამ საკითხზე საუბარი მიმდინარეობს, სხვა თურქი ინვესტორები მაინც ჩამოდიან, ესაუბრებიან მთავრობას, პარტნიორებს, ცხოვრება გრძელდება, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოგვარდება ნამახვანჰესის კონფლიქტი. ძალიან ნათლად ვამბობ, რომ ეს პროექტი არის საქართველოსთვის და საქართველოს მიერ”, – განაცხადა თურქეთის ელჩმა.

ფატმა ჯერენ იაზგანმის განცხადებით, რელიგიური თუ ნაციონალისტური მოტივებით კომპანია ENKA-ს მიზანში ამოღება, სინამდვილეში, საქართველოს ენერგოუსაფრთხოების მიზანში ამოღებას ნიშნავს.

“კომპანია, რომელიც არის თურქი ინვესტორი, დაფუძნებულია საქართველოში, აქაური კანონმდებლობით და ის ასაქმებს უამრავ ქართველს. უნდა იყოს დიალოგი ადამიანებთან, რომელთაც ეს საკითხი აწუხებთ, საქართველოს მთავრობას და კომპანიას შორის. კომპანიის მიზანში ამოღება Fake-ნიუსების, მითქმა-მოთქმების საფუძველზე და იმ ქართველების დაშინების მცდელობა, რომლებიც ამ კომპანიაში მუშაობენ და ეს ყველაფერი იმაზე ფიქრით, რომ ეს არის რელიგიური, ნაციონალისტური, არ მოდის ქართველი ხალხისგან, სამიზნე, ერთი შეხედვით, ჩანს, რომ არის კომპანია, თუმცა, სინამდვილეში სამიზნე არის ენერგოუსაფრთხოება.

ყოველთვის ყველას ვახსენებ, რომ როდესაც 2008 წელს ომი მოხდა საქართველოში, არც ერთი თურქი ინვესტორი არ წასულა, რადგან თურქული ბიზნესების უმრავლესობა მდგრადია და მათ სჯერათ საქართველოს მდგრადობისაც, არ ვფიქრობ, რომ ახლა თურქ ინვესტორებს შეეშინდებათ, ისინი აქ 1990-იან წლებში ჩამოვიდნენ, ახლაც აქ არიან და თავს აქაური საზოგადოების წევრებად მიიჩნევენ”, – თქვა ფატმა ჯერენ იაზგანმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img