20.04.2024
- Advertisement -spot_img

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი – მასწავლებლებისა და სკოლის მოსწავლეების მშობლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს

საქართველოს პირველი არხი

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ინიციატივით გამოდის, რომ მასწავლებლებისთვის და სკოლის მოსწავლეების მშობლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა აცხადებს, რომ განათლების მიღება მნიშვნელოვანია და მთვარობა ახალი ზომების დაწესებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები ვალდებული იქნებიან „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ტესტის ნეგატიური პასუხი წარადგინონ.

თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თვლის, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაცია სავალდებულო გახდება, ეს არ იქნება ადამიანის უფლებების დარღვევა.

თურქეთში სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყების პირობებზე მთავრობა მომდევნო კვირაში იმსჯელებს.

თურქეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 18 წელს ზემოთ ყველა მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი. ქვეყანაში მოსახლეობის 37 პროცენტი სრულად არის აცრილი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img