19.09.2021
- Advertisement -spot_img

თურქეთში რუსულმა სახანძრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, დაიღუპა 8 ადამიანი

IPN

თურქეთში რუსულმა სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. როგორც რუსული მედია წერს, ეკიპაჟის ვერცერთი წევრი ვერ გადარჩა. ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა – 5 რუსი სამხედრო მოსამსახურე და თურქეთის 3 მოქალაქე.

„ბე-200“-ის ტიპის თვითმფრინავი ქალაქ ადანასთან ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავმა ხანძრის ჩაქრობის დავალება შეასრულა და სანამ დაჯდებოდა, კატასტროფა განიცადა.

მომხდარის გამოძიების მიზნით კატასტროფის ადგილზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომისია გაემგზავრა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

“გირჩმა” ე.წ. სისხლიანი ბანერი გადაფარა წარწერით-მოდი რეფერენდუმზე

 "გირჩმა" თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ "სისხლიან ბანერზე" ტრანსპარანტი გადმოფინა წარწერით "მოდი რეფერენდუმზე". სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე, რომლებიც...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img