20.04.2024
- Advertisement -spot_img

წელიწადში 29 მლნ ევრო. რონალდო მანჩესტერ იუნაითედში დაბრუნდა

„იუვენტუსის“ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მანჩესტერ იუნაითედში დაბრუნდა, – ინფორმაცია ოლდ ტრაფორდზე დაადასტურეს. ორი საათის წინ ფეისბუქზე სერ ალექს ფერგიუსონმა დაწერა რომ ის დღეს დილით ესაუბრა რონალდოს და დაარწმუნა რომ შეთავაზებას დათანხმებოდა.

გარიგების თანხა 24 მილიონ ფუნტს სტერლინგს შეადგენს. 36 წლის ფეხბურთელი მანჩესტერელებთან 2-წლიან კოტრაქტს მოაწერს ხელს, მისი წლიური ხელფასი 29 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედის“ ღირსებას კრიშტიანო რონალდო 2003-2009 წლებში იცავდა.

სპორტის ცნობილი იტალიელი მიმომხილველი ფაბრიციო რომანო კი ტვიტერის საკუთარ გვერდზე ცოტა ხნით ადრე წერდა:

„ხორხე მენდესმა სულ ცოტა ხნის წინ მიიღო ოფიციალური წინადადება „მანჩესტერ იუნაიტედისგან“. რონალდოს დაბრუნება ძალიან ახლოს არის, მეტიც, ფინალურ სტადიაშია.

თავად კრიშტიანოს სურს, რომ „იუნაიტედში“ რაც შეიძლემა მალე დაბრუნდეს“.

გასულ სეზონში რონალდომ „იუვენტუსის“ შემადგენლობაში 44 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 35 ბურთი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img