09.12.2021
- Advertisement -spot_img

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ცნობილია

საარჩევნო ადმინისტრაციამ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა და შედეგად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს.

როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა აღნიშნა, თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა 1 002 525-ია.

„მათგან 41 314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც პირველად ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა, ვინაიდან მათ კენჭისყრის დღისთვის უსრულდებათ საარჩევნო ასაკი, არის 2 069. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა განახლებული ბაზა 22 ოქტომბერს გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას მონაცემების დასამუშავებლად ვადა, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, 28 ოქტომბრამდე ჰქონდა, ცესკომ უკვე დაამუშავა აღნიშნული მონაცემები, განახორციელა საარჩევნო უბნებისა და ოლქების მიხედვით დაყოფა და განახლებული ამომრჩევლეთა ერთიანი სია ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ამომრჩეველთა განახლებული სიები საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის. უკვე დაიწყო განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიის და სამაგიდე სიების ბეჭდვის პროცესი“,- განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება, 24 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ 10 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img