29.03.2024
- Advertisement -spot_img

ტოკიოს 2021 წლის ოლიმპიური თამაშები მაყურებლის გარეშე ჩაივლის

ტოკიოს 2021 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები შეთანხმდნენ, რომ ოლიმპიადა მაყურებლის გარეშე ჩატარდება, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ იაპონიის ოლიმპიადის მინისტრმა თამაიო მარუკავამ განაცხადა

გადაწყვეტილებას წინ Covid-19-ის მომატებული შემთხვევების გამო ტოკიოში 12 ივლისიდან 22 აგვისტომდე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება უძღოდა.

ტოკიოს ოლიმპიური საორგანიზაციო კომიტეტის თანახმად, გაყიდული ბილეთების თანხის დაბრუნების საკითხი მოგვიანებით გადაწყდება. 

ადრე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ტრიბუნებზე დაუშვებდნენ 10 ათას მაყურებელს იმ პირობით, რომ არენები 50 პროცენტზე მეტად არ შეივსებოდა. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური თამაშები გაიმართება როგორც ტოკიოში ასევე მეზობელ პრეფექტურებში. გადაწყვეტილია, რომ ტოკიოში გამართულ თამაშებს მაყურებელი არ დაესწრება, ხოლო სხვა პრეფექტურებთან დაკავშირებით მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ცნობისათვის, 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში უნდა გამართულიყო. თუმცა, მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიური თამაშების 2021 წლის ზაფხულში გადატანა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების სახელწოდება – “ტოკიო 2020” უცვლელი დარჩა.

გეგმის მიხედვით, იაპონიაში ოლიმპიური თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაგრძელდება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img