09.12.2021
- Advertisement -spot_img

ტოკიოში მეორე დღეა კორონავირუსით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება

ტოკიოში მეორე დღეა კორონავირუსით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქალაქში ვირუსის 3 177 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ დღეს კი, ტოკიოში კორონავირუსით 2 848 პირი დაინფიცირდა, რაც ასევე რეკორდულად მაღალი რაოდენობა იყო. მიმდინარე თვის დასაწყისში იაპონიის ხელისუფლებამ ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეს პანდემიის დაწყებიდან ქალაქში გამოცხადებული რიგით მეოთხე საგანგებო მდგომარეობაა.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტები ხელისუფლებას მოუწოდებდნენ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გადაედოთ, რათა „დელტა“ ვარიანტის სწრაფი გავრცელება არ მომხდარიყო. Bloomberg-ის მონაცემებით, იაპონიაში ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 25%-ზე მეტმა მიიღო.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება, 24 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ 10 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img