19.03.2024
- Advertisement -spot_img

ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონებიდან დე-ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებამ ქართული ოჯახების დეპორტაცია დაიწყო

ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონებიდან დე-ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება იმ ქართველების ოჯახებს ადეპორტებს, რომლებიც 90-იან წლებში საკუთარი მიწა-წყლის დასაცავად იბრძოდა. ამის შესახებ დადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ იქნა მიღებული.

როგორც აფხაზეთიდან STV news-is კორესპონდენტი იუწყება, მარიონეტულმა ხელისუფლებამ იმ პირთა სია შეადგინა და განაახლა, რომლებიც აფხაზეთის ომში იბრძოდა. ამიშ შემდეგ კი, სწორედ მათი ოჯახები გააფრთხილა და იძულებით გასახლებამდე იმის უფლება მისცა, რომ საკუთარი ნივთების ოჯახიდან გატანის საშუალება მისცა.

“სხვა გზა არ დაგვრჩენია, უნდა მოვაგროვოთ ის ნივთები, რომელთა გატანასაც შევძლებთ და დავტოვოთ ჩვენი სახლ-კარი. გვითხრეს, რომ ჩვენი ოჯახიდან აფხაზეთის ომში იარაღით ხელში იბრძოდა მამა და ჩემი ძმა. შესაბამისად მათი ახალი გადაწყვეტილების საფუძვლად არც ჩვენ გვაქვს უფლება საკუთარ სახლში ვიცხოვროთ”- აცხადებს ტყვარჩელის მკვიდრი ესმა. მ.

ამ ეტაპზე იქ მცხოვრებ ქართველებს არ სურთ ქართულ მედიასთან საუბარი,იმედი აქვთ რომ შეძლებენ დარჩენას და შეაცვლევინებენ აფხაზებს ამ მძიმე გადაწყვეტილებას…

წყარო: აფხაზური ამბები

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img