19.09.2021
- Advertisement -spot_img

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმიტირებული არჩევნები ტარდება

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში, პარტიების მიერ ინიცირებული იმიტირებული არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება. სიმულაციურ პროცესში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. კენჭისყრის პროცესი საარჩევნო რეფორმის ფარგლებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასა და გამოყენების შესაძლებლობას გულისხმობს.

მონაწილეების თქმით, მთავარი სიახლე ამომრჩევლების იდენტიფიცირება, ბიულეტენების დასკანერება და დათვლის ელექტრონული პროცესია – ისინი იმედოვნებენ, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები ამ ტექნოლოგიის გამოყენებით ჩატარდება.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ასე მმართველ ძალას უფრო გაუძნელდება არჩევნების პროცესის გაყალბება, თუმცა აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტები კვლავაც პრობლემად რჩება.

​„ამ ნოვაციის მთავარი ღირსება ისაა, რომ ბიულეტენი არის ქაღალდის, ამომრჩეველი აკეთებს არსით იმას, რასაც აქამდე აკეთებდა, მაგრამ მოდიფიცირებულია მისი ფორმა, აღჭურვილია დამცავი მექანიზმებით და დათვლისა და იდენტიფიცირების კომპონენტებია დამატებული. 

შორს ვართ აზრისგან, რომ ზეწოლისგან იქნება მომავალი არჩევნები თავისუფალი. ეს შეიძლება მოხდეს არჩევნებამდე დღეებით ადრე – ამას ვერცერთი საარჩევნო კოდექსი ვერ დააზღვევს”, – აცხადებს მედიის წარმომადგენლებთან გიორგი სიორიძე, პარტია “ლელო საქართველოსთვის” წევრი.

შეგახსენებთ, საარჩევნო კანონმდებლობასა და პროცესში ცვლილებებს შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებდა. ცვლილებების მოსამზადებლად მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია, მმართველი ძალა და ექსპერტები მუშაოებენ. საკითხზე სამუშაო შეხვედრები პოლიტიკური პარტიების ინიციატივითა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით 2021 წლის მარტიდან მიმდინარეობს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

“გირჩმა” ე.წ. სისხლიანი ბანერი გადაფარა წარწერით-მოდი რეფერენდუმზე

 "გირჩმა" თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ "სისხლიან ბანერზე" ტრანსპარანტი გადმოფინა წარწერით "მოდი რეფერენდუმზე". სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე, რომლებიც...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img