23.11.2024

ცესკო – 12:00 საათისთვის, შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 12,2% მივიდა

12:00 საათისთვის, შუალედურ არჩევნებზე მივიდა სულ 19 610 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 12,2%-ია, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ბათუმში 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე მივიდა 3 872 ამომრჩეველი (18,8%); ხოლო რუსთავსა და გარდაბანში – 15 738 (11,2%).

„საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს არჩევნების სანდოობის მაღალ ხარისხს და გამჭვირვალე გარემოს. ამ მიზნით საარჩევნო უბნებზე განთავსებულია ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები, რომელიც პირველად მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე იყო გამოყენებული. კაბინები წინა მხრიდან ამოჭრილია ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ხმის მიცემის პროცესის ფარულობა. გახსოვდეთ, რომ ხმის მიცემა ფარულია და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს იაქტიურონ, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ საკუთარი არჩევანი. აქვე, მინდა შევახსენო ამომრჩევლებს, საარჩევნო სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების, ასევე საარჩევნო უბნის დეტალური მისამართის გასაგებად შეუძლიათ ისარგებლონ ცესკოს ვებგვერდით – cesko.ge. ინფორმაციის მიღება ასევე შეუძლიათ ცესკოს კონტაქტ-ჰაბში, რომელიც დღეს უწყვეტად მუშაობს – ტელეფონის ნომერია – 2 51 00 51; ასევე რამდენიმე საარჩევნო უბანზე, ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, თუმცა აღნიშნულს საარჩევნო პროცესის შეფერხება არ გამოუწვევია და კენჭისყრა ყველა საარჩევნო უბანზე კანონმდებლობის სრული დაცვით მიმდინარეობს.

რაც შეეხება 89-ე უბანზე განვითარებულ მოვლენებს – პირველ რიგში ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სრული დატვირთვით ემზადებოდა 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის და რადგან ვერიფიკაციის აპარატს საუბნო საარჩევნო კომისიები პირველად იყენებენ, ყველა შესაძლო ხარვეზი წინასწარ გათვალისწინებული და დაზღვეული იყო. 89-ე საარჩევნო უბანზეც სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე – ვერიფიკაციის ერთი აპარატი ამომრჩეველთა ერთიანი სიის ნაბეჭდი ვერსიით ჩანაცვლდა, ამომრჩეველთა იდენტიფიცირება კანონით დადგენილი პროცედურებით გრძელდება და საარჩევნო პროცესს ხელი არ ეშლება“, – განაცხადა იოსელიანმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img