14.11.2024

წინასწარი მონაცემებით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ალან გაგლოევმა გაიმარჯვა

ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის” ე.წ. ყოფილმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. არჩევნებში დამარცხება აღიარა და ალან გაგლოევს გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას “სპუტნიკი” ავრცელებს.

„ჩემთვის ხალხის არჩევანი ეჭვგარეშეა და ჩემს სიტყვას ვასრულებ, როგორც პრინციპში ყოველთვის. ვფიქრობ, რომ არჩევნები შედგა, ყველამ იცით შედეგი. ალან გაგლოევს ვუსურვებ წარმატებულ მუშაობას”, – განუცხადა ბიბილოვმა ჟურნალისტებს.

ბიბილოვმა მადლობა გადაუხადა ყველას, “ვინც შეასრულა თავისი სამოქალაქო მოვალეობა და ცალკე მათ, ვინც მას მხარი დაუჭირა”.

მანამდე ე.წ. რესპუბლიკის “ცესკომ” კენჭისყრის წინასწარი შედეგები გამოაცხადა: “ბიულეტენების 18 პროცენტის დამუშავების შემდეგ ლიდერობს პარტია “ნიხასის” ლიდერი ალან გაგლოევი 59,2 პროცენტით. ბიბილოვს ხმა დამუშავებული ბიულეტენების მთლიანი რაოდენობის 37 პროცენტმა მისცა”.

წყარო: interpressnews.ge

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

განათლების ინოვაციები: მომავლის ფორმირება

ჩვენი დროის განათლება, როგორც არასდროს, ისე საჭიროებს ცვლილებებს. თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი ყოველდღიურად ახალ გამოწვევებს გვთავაზობს, აუცილებელია, რომ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img